პროექტის მიზანია სამ.კლუბის მუშაობის გაძლიერება:სამ.საგნის,ხელოვნებისა და მასმედიის სფეროებში.ამ მიზნით სკოლაში შეიქმნება რადიო კვანძი,რომელშიც თავდაპირველად გაერთიანდებიან სამ.კლუბ მეტეხარას წევრები და მათი მონაწილეობით შეიქმნება მედიის, ხელოვნების და სამ.განათლების პოპულარიზაციაზე მომუშავე ჯგუფები.ასევე შეიქმნება ინგლისურენოვანი მედია ჯგუფი რომელსაც უხელმძღვანელებს ,1 საჯარო სკოლაში მომუშავე მშვიდობის კორპუსის მოხალისე სკოტ სკინერი.ასევე შეიქმნება იურიდიული ჯგუფი,რომელიც გაივლის კონსულტაციებს ად.თვითმმართველობაში მომუშავე კვალიფიციურ იურისტებთან და მოიწვევს რადიო კვანძში ბავშვთა უფლებებზე სასაუბროდ. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი მოსწავლე დავაინტერესოთ და ჩავრთოთ სასკოლო ცხოვრების ამ სფეროებში.ჯგუფებს ჩაუტარდებათ ტერნინგები კვალიფიციური ტერნერების მიერ.