Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    „ჩვენი სკოლა“

    • განაცხადის შევსება
    • გრანტებზე დაბრუნება
    • პროფილი
    • პროექტები
    • prev
    • next
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    საგრანტო კონკურსის შესახებ

    საგრანტო კონკურსი ხელს შეუწყობს ისეთი კრეატიული და ინოვაციური სასკოლო ინიციატივების დაფინანსებას, რომლებიც გაზრდის სკოლის როლს ადგილობრივი თემის ცხოვრებაში. ხელს შეუწყობს, რომ სკოლა გახდეს სათემო ცენტრი, რომელიც თემის სხვადასხვა წევრებს  სხვადასხვა სერვისებს და საგანმანათლებლრო პროგრამებს მიაწვდის, ხელს შეუწყობს მოსწავლეების სკოლის და სკოლის თემის ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას, შექმნის ისეთ გარემოს, სადაც წახალისებული იქნება მოსწავლეების, მშობლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა - ჩართულობა.

    საგრანტო კონკურსის მიზანი

    კრეატიული და ინოვაციური სასკოლო ინიციატივების დაფინანსებას, რომლებიც გაზრდის სკოლის როლს სასკოლო თემის ცხოვრებაში.

    საგრანტო კონკურსის პრიორიტეტი

    საგრანტო პროგრამას არ აქვს გამოკვეთილი პრიორიტეტი. მთავარი მოთხოვნა ყველა საგრანტო იდეის მიმართ იქნება ის, რომ შემოთავაზებული საპროექტო იდეები იყოს კრეატიული და ინოვაციური თავისი შინაარსით.

    რა არის კრეატიულობა და ინოვაცია?

    კრეატიულობა, ეს არის რაიმე სიახლის მოფიქრება. ინოვაცია არის ამ სიახლის ცხოვრებაში განხორციელება. კრეატიულობა = იდეა, ინოვაცია = იდეა + მოქმედება. კრეატიულობა არ ნიშნავს ინოვაციას. თქვენ შეიძლება ძალიან ბევრი კარგი, განსხვავებული და შთამბეჭდავი იდეა გქონდეთ, მაგრამ ეს იდეა ვერ იქნება ინოვაციური, მანამ ის არ განხორციელდება.

    საგრანტო კონკურსის წინაპირობა

    ყველა წარმოდგენილი იდეა უნდა ითვალისწინებდეს სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეების, მათი მშობლების და პედაგოგების თანამშრომლობას. პრიორიტეტი მიენიჭებათ ისეთ იდეებს, სადაც ნათლად ჩანს სკოლის, მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა.

    ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

    საჯარო და კერძო სკოლებს საქართველოს მასშტაბით.

    კონსულტაციები

    კონსულტაცია საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით გაიმართება ონლაინ, 15 მაისს, 4:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/civicinitiatives

    ჩვენი წარმომადგენელი გააკეთებს საგრანტო კონკურსის პრეზენტაციას და პასუხს გასცემს ყველა დაინტერესებული აპლიკანტის კითხვებს ონლაინ.

    გრანტის პირობები

    გრანტით დაფინანსდება პროექტები, რომლის ღირებულება არ აღემატება 1500 ლარს. გრანტების კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება ხელფასები და ჰონორარები. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება შესაძლებელი მოწვეული სპეციალისტების ჰონორარების დაფინანსება. პირველი ეტაპის საგრანტო კონკურსის შედეგად იგეგმება 4 გრანტის გაცემა.

    სააპლიკაციო ფორმის შევსება

    საგრანტო წინადადებების წარდგენა ხდება ონლაინ განაცხადის ფორმის საშუალებით, მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებული „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნების გზით.

    თუ თქვენ საგრანტო პორტალზე არ გაქვთ რეგისტრაცია გავლილი, „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა ჩვენს მონაცემთა ბაზაში. მას შემდეგ, რაც რეგისტრაციას გაივლით, საჭირო იქნება ისევ „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნება, რომლის შემდეგ გამოჩნდება გრანტის განაცხადის ონლაინ ფორმა.

    იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ და იმყოფებით საიტზე, „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება გრანტის განაცხადის ონლაინ ფორმა.

    საგრანტო განაცხადის ონლაინ ფორმა წარმოდგენილი იქნება მაქსიმუმ 3 წუთიანი ვიდეო პრეზენტაციის სახით, სადაც განმცხადებელი ვიზუალურად წარმოადგენს პროექტის იდეას. საჭიროების შემთვევაში აჩვენებს იმ სივრცეს ან ადგილს, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს. წარმოადგენს დირექციის და პროექტში ჩრთული წევრების და პარტნიორების კომენტარებს. ვიდეო პრეზენტაცია უნდა იყოს სამ ლოგიკურ ნაწილად დაყოფილი: 1. რა არის პრობლემა, რის გამოსწორებასაც გეგმავს განმცხადებელი? 2. რისი გაკეთება იგეგმება პროექტის ფარგლებში, რომ გადაიჭრას არსებული პრობლემა? 3. რა შედეგი დადგება პროექტის განხორციელების შემდეგ და ვინ მიიღებს სარგებელს?

    მას შემდეგ, რაც განმცხადებელი შეავასებს ონლაინ განაცხადის ყველა სავალდებულო ველს და ატვირთავს ვიდეო პრეზენტაციას, განაცხადი გადაიგზავნება საგრანტო კონკურსის ჟიურის წევრებთან შესაფასებლად.

    საგრანტო კონკურსი დასრულებულია!
    დონორი
    PH International
    დეტალები
    • საგრანტო კონკურსის დაწყების თარიღი
      2017-04-18
    • საგრანტო აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა
      2017-05-30
    სტატისტიკა
    • დაშვებული აპლიკაციების რაოდენობა
      შეუზღუდავი
    • გამარჯვებული აპლიკაციები საგრანტო კონკურსის ფარგლებში
      4
    • სულ გაცემული თანხის ჯამი
      5822$
    IDS
    416 391

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

    • 2024-10-28 - 2024-12-01
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება

    პროგრამა „მომავლის თაობა“ ოქტომბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი

    • 2016-10-20 - 2016-11-21
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება

    “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” კონკურსი

    • 2016-03-18 - 2016-04-16
    MAC Georgia
    MAC Georgia
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...