მიზანი: * უსინათლო მოსწავლე-ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
პროექტი გულისხმობს მოსწავლე ახალგაზრდებში (მათ შორის უსინათლოებში) , ლიტერატურული კონკურსის ორგანიზების გზით, წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას.უსინათლო მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთობლივი პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს უკეთ გავეცნოთ მათ პრობლემებს, რათა მეტი შესაძლებლობა მოგვეცეს დახმარებისათვის , იმ გზების ძებნისათვის, რომლებიც რაღაც წვლილს შეიტანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების პრობლემების მოგვარებაში. ამ მიზნით ტელეკომპანია ”ერთსულოვნების” გადაცემა პერსპექტივაში, პროექტს დაეთმობა საეთერო დრო. სადაც შესაძლებლობა ქვექნება კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად ვიმსჯელოთ აღნიშნულ პრობლემებზე და მოგვარების პერსაპექტივებზე. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზეციების წარმომადგენლები ასევე აღნიშნული პრობლემით დაინტერესებული მოსწავლე ახალგაზრდები.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები:
• ტელეკომპანია ”ერთსულოვნება”- პროექტის ფარგლებში დასახული საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობისათვის, საეთერო დროს დათმობით უზრუნველყოფა.
• ”ბარამბო”- ლიტერატურული კონკურსის დასკვნითი ტურის დღეს გამართულ ალაფურშეტის ტკბიელულით უზრუნველყოფა.
• გამომცემლობა ”ბაკურ სულაკაური” -უზრუნველყოფს დასკვნით ტურში მონაწილე ყველა მოსწავლის დაჯილდოვებას ორგანიზაციის მიერ გამოცემული წიგნებით.
• შპს ”ყაზბეგი 1881”-კონკურსის დასკვნითი ტურის დღეს გამართულ ალაფურშეტის თავიანთი პროდუქციით უზრუნველყოფა.
• ქ. თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლა უზრუნველყოფს საკანცელარიო, საპრიზო და ალაფუშტის ხარჯებს.
• მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდული ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს პროექტს კონკურსისათვის საჭირო ფართით.
• Divine child -უზრუნველყოფს დასკვნით ტურში მონაწილე ყველა მოსწავლის დაჯილდოვებას ორგანიზაციის მიერ გამოცემული წიგნებით.
• ქ.თბილისის აკად. ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42, საჯარო სკოლა-პროექტს უზრუნველყოფს ტექნიკური სaშუალებებით, საკანცელარიო ნივთებით და საოფისე ფართით. (ვიქტორინის კითხვარის მომზადებას)
• №10, №61 საჯარო და კერძო სასწავლებელი ”მწვანე სკოლა”. უზრუნველყოფენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას, საკონკურსო ჯგუფების დაკომპლექტებას. (ვიქტორინის კითხვარის მომზადებას)
• №202 უსინათლოთა სკოლა-უზრუნველყოფს კონკურსში მოსწავლეების მონაწილეობას ამასთანავე პროექტს უწევს კონსულტაციას უსინათლო მოსწავლეების საჭიროებების შესახებ.(ვიქტორინის კითხვარის მომზადებას)
პროექტის აღწერა:
პროექტის განხორციელება დაგეგმილია სამ ეტაპად
1. მოსამზადებელი ეტაპი:
ამ ეტაპზე დაგეგმილია პროექტის პარტნიორ სკოლებში საკონკურსო ლიტერატურული ჯგუფების დაკომპლექტება. მოსწავლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და წესებს თავად სკოლები უზრუნველყოფენ. ერთადერთი მოთხოვნა ამ ეტაპის განხორციელებისას არის მოსწავლეთა თვითმმართველობების ჩართულობა, შიდა სასკოლო კონკურსის ორგანიზებაში და ლიტერატურით დაინტერესებული მოსწავლეების გამოკვეთა.
ამავე ეტაპზე 202-ე უსინათლოთა სკოლაში განხორციელდება კონსულტაციები ბრაილის შრიფტის სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭვდასთან დაკავშირებით (წინასწარმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ აღნიშნული მოსწავლეებისათვის განსაკუთრებულ საჭიროებას სწორედ ეს სახელმძღვანელოები წარმოადგენენ. რაც შეეხება კლასგარეშე ლიტერატურას, მათთვის იგი შედარებით ხელმისაწვდომია, ამიტომაც როგორც სკოლის ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა მათი მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურსში სავსებით შესაძლებელია).
2. დასკვნითი ტური
მოსამზადებელ ეტაპზე განხორციელებულ შესარჩევ ტურში გამოვლენილი მოსწავლეები (თითოეული სკოლიდან 3 მოსწავლე) მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით ლიტერატურულ კონკურსში, რომელიც ჩატარდება მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზრდობის ბიბლიოთეკა. მოწვეული იქნებიან წარმომადგენლები პროექტის პარტნიორი და სხვა ორგანიზაციებიდან. ჟიური დაკომპლექტდება თითოეული სკოლის მიერ შემოთავაზებული ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისაგან, რომლებიც თავად შეადგენენ ვიქტორინის კითხვებს. (აღნიშნული მეთოდით ჟიურის დაკომპლექტება თავიდან აგვაცილებს ინტერესთა კონფლიქტს).
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კონკურსში ასევე მონაწილეობას მიიღებს უსინათლო სკოლის მოსწავლეები. ამიტომ ვიქტორინის კითხვები წარმოდგენილი იქნება არა წერილობით არამედ გახმოვანებით. უსინათლო მოსწავლეთა გუნდს გამოეყოფა ერთი კონსულტანტი თავისივე სკოლიდან.
გამარჯვებულად ვლინდება სკოლის მთლიანი გუნდი. I, II და III ადგილზე გასულ სკოლის გუნდებს გადაეცემათ შესაბამისი დიპლომები ,პირველი ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება პროექტის სიმბოლური პრიზი, ამასთანავე დასკვნითი ტურის ყვალა მონაწილეს გადაეცემათ სიგელები და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი პრიზები.
3. საეთერო საშუალებით უსინათლო მოსწავლე ახალგაზრდების პრობლემების განხილვა.
პროექტის განმავლობაში შესწავლილი იქნება არა მარტო საგანმანათლებლო კუთხით არსებული საკითხები, არამედ სხვა სოციალური პრობლემები უსინათლოებთან მიმართებაში, რის შესახებაც საუბარი წარიმართება ტელეკომპანია “ერთსულოვნების“ გადაცემა “პერსპექტივა-ში, “ სადაც მოწვეული იქნებიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ აღნიშნული მიმართულებით .
მოსალოდნელი შედეგები:
კონკრეტული შედეგი რომელსაც პროექტი მოგვცემს იქნება ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები ერთი კონკრეტული კლასისათვის. (ფინანსების სიმცირის და ასეთი სახელმძღვანელოს სიძვირის გამო პროექტის ფარგლებში მოხერხდება მხოლოდ დაწყებითი კლასის ერთი საგნის სახელმძღვანელოს დამზადება.) მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება რამოდენიმე წლის განმავლობაში.
ამასთანავე მნიშვნელოვან შედეგად უნდა მივიჩნიოთ საზოგადოებაში ინტეგრირებული უსინათლო მოსწავლეები, რის საშუალებასაც პროექტი ლიტერატურული კონკურსის ორგანიზების გზით მოგვცემს.
განსაკუთრებული შედეგის მიღწევას კი პროექტი სატელევიზიო გადაცემის ორგანიზებით ელოდება, რომელსაც იმედია გამოხმაურება ექნება, შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებთან მიმართებაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძებნის ხელშეწყობის გარდა პროექტი გარკვეულწილად მოემსახურება მოსწავლეებში წიგნიერების ხარისხის გაზრდას, რადგან წახალისებული იქნებიან ამ მხრივ დაინტერესებული ბავშვები.
პროექტი, მის ფარგლებში გატარებული აქტივობებით, მატერიალური შედეგების მიღწევის გარდა, მნიშვნელოვანია მორალური და სულიერი მხარდამჭერის გამოხატვით , როგორც უსინათლო ასევე ჩვეულებრივი მოსწავლეებისათვის, რადგან იგი ემსახურება სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას ,ადამიანური ღირსებების წახალისებას, ტოლერანტობას და წიგნიერების დონის ამაღლებას.