პროექტის მიზანია სასკოლო საზოგადოების და თემში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, არსებული საგზაო პრობლემების მოგვარება, მაგ: სკოლის მიმდებარედ არ აყენია საგზაო ნიშნები, ასევე ცენტრალურ გზაზეც მცირედი ნიშნებია, რაც მოსწავლეთა და ზოგადად მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს. ასევე სახიფათო/ უხილავ მოსახვევებთან დასამაგრებელია დამატებთ ე,წ ,, მრგვალი სარკეები" რაც მძღოლებს ხელს შეუწყობს საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილების დანახვაში. ასევე დამატებით დასაყენებეია ე.წ.,, უგაროკები". ჩვენი სკოლა გზისპირას მდებარეობს და ნიშნების არარსებობა მოსწავლეების გადაადგილებას უსაფრთხოდ ხელს უშლის, ასევე იყო რამდენიმე საავარიო სიტუაცია, რომლის შედეგადაც მოსწავლე ფიზიკურად დაშავდა