Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    დებატკლუბების ჩამოყალიბება, სამოქალაქო განათლების კლუბების ერთ-ერთ მიმართულებად

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    შიდა ქართლის მაშტაბით შექმნილია და ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბები, რომელთა საქმიანობა მრავალფეროვანია. უმნიშვნელოვანესია, რომ კლუბების ერთ-ერთ მიმართულებად ჩამოვაყალიბოთ დებატკლუბები, რადგან დებატები ავითარებს და ხელს უწყობს მოსწავლეებს დაეუფლონ მსჯელობისა და ლოგიკის ხერხებს. მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი აზრის მკაფიოდ, გასაგებად წარმოჩენა. გაერკვნენ სოციალურ და გლობალურ პრობლემებში, სწორედ აღიქვან მიმდინარე მოვლენები და გახდნენ მათი აქტიური მონაწილე. დებატკლუბები ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების კლუბების კიდევ უფრო ეფექტურ მუშაობას. მოსწავლეებს დაეხმარება პროექტების შექმნასა და განხორციელებაში.
    სამოქალაქო განათლების კლუბებს ჰყავთ მეურვე პედაგოგები. მოხდება შიდა ქართლის რეგიონიდან 20 პედაგოგისა და 40 მოსწავლის დატრენინგება. რის შედეგადაც პედაგოგები შეძლებენ ჩამოაყალიბონ დებატკლუბები საკუთარ სკოლებში. სადაც მოსწავლეები დაეუფლებიან დებატების ტექნიკას, კარლ პოპერის დებატების სტრუქტურას. რომელიც ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას მოზარდებში, როგორიცაა კვლევის მასალაზე მუშაობის, არგუმენტაციის, კრიტიკული აზროვნების, ოპონენტის პატივისცემის და სხვა მსგავსი უნარები.
    დატრენინგებული მოსწავლეები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ დებატებში.
    • დაარსებულ დებატკლუბებს შორის სისტემატურად გაიმართება თამაშები. მსაჯის ფუნქციებს შეასრულებენ. გადამზადებული პედაგოგები.
    • კლუბები დაარსებიდანვე ჩაერთვებიან ‘”დებატებისა და განათლების ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ ამიერკავკასიის მრავალეტაპიან კონკურსში.
    • მონაწილეობას მიიღებენ “ამერიკული აკადემიის” მიერ დაწესებული გარდამავალი თასის ტურნირში.
    • გაიმართება რეგიონალური და რესპუბლიკური ტურნირები
    • აღნიშნული მიზნის უზრუნველყოფისათვის, მოცემული ტრენინგი შემდეგი სახის ამოცანის შესრულებაზე იქნება ორიენტირებული სამოქალაქო განათლების კლუბების წევრ მოსწავლეთათვის და მეურვე პედაგოგებისათვის.
    • კარლ პოპერის დებატების წესების სწავლება და პრაქტიკული სავარჯიშოების ჩატარება თამაშის უკეთესი აღქმისთვის.
    • მონაწილეებისათვის კარლ პოპერის დებატების მსაჯობის პრინციპებისა და გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმების გაცნობა.
    • პოპერის დებატების კლუბების ფორმირების, მოზარდებთან მუშაობისა და შეჯიბრებების ორგანიზების ძირითადი პრინციპებისა და მეთოდოლოგიის გაზიარება.
    • კლუბების მუშაობის პროცესის ერთიანი კორდინაციის ( სუპერვიზირების) სისტემის წარდგენა მონაწილებისათვის.
    • დებატკლუბების საქმიანობის შემდგომი კორდინაცია და ეფექტიანობის შეფასება “ დებატებისა და განათლების ინსტიტუტის” წარმომადგენლების მხრიდან.

    მდებარეობა რუკაზე
    +−
    +−
    Leaflet | © OpenStreetMap contributors
    • Gori, Gori Municipality, Inner Kartli, 1400, Georgia

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ იანვრის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      Tea khuroshvili
    • ქალაქი
      გორი
    • პროექტის ბიუჯეტი
      450 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...