სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლეები პიროვნებებად ვყალიბდებით. ჩვენი სკოლის მისიაა სკოლამ აღზარდოს დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობის მქონე, არჩევანისა და გადაწყვეტილების უნარის მქონე, აქტიური, კანონმორჩილი პიროვნებები, რომლებიც მზად იქნებიან გაუძლონ ყველა ცხოვრებისეულ გამოწვევას. ამ მისიის შესასრულებლად მნიშვნელოვანია სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არსებობა და გაძლიერება. თვითმმართველობაში რეალური მონაწილეობა ერთგვარი მოდელირებაა იმისა, თუ როგორ უნდა იყოს მოქალაქე ჩართული შემდგომში როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის საქმეში.
წინამდებარე პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის და სასკოლო და სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობის, ჩართულობის გაზრდა, სასკოლო თვითმმართველობის გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებით და პრეზენტაციებით მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები და სკოლის მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას სასკოლო თვითმმართველობის როლისა და დანიშნულების შესახებ, გაეცნობიან იმ დოკუმენტებს, რომელიც არეგულირებს სკოლის სტრუქტურული ორგანოების ფუქციონირების საკითხებს. მოსწავლეები ასევე გაეცნობიან არჩევნების პროცედურებს, გაიაზრებენ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობას.
პროექტის მონაწილე სასკოლო თვითმმართველობის წევრები დაიწყებენ სკოლაში არსებული პრობლემების კვლევას, მათ ჩაუტარდებათ ტრენინგი პროექტების წერის შესახებ და გაეცნობიან პრობლემების გადაჭრის გზებს.
სკოლაში მოეწყობა ფორუმი, სადაც მოსწავლეები განაწილდებიან ჯგუფებში და იმუშავებენ კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზებზე, დაგეგმავენ ინიციატივებს. ფორუმის ბოლოს გაიმართება იდეების კონკურსი, სტიკერებით , სმათა უმრავლესობით გამოვლინდება ინიციატივა, რომელიც განხორციელდება პროექტის ფარგლებში.
მოსწავლეები ასევე გაეცნობიან ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პრონციპებს, საკრებულოს წევრი მათ ჩაუტარებს სიმულაციას ადგილობრივი თითმმართველობის შესახებ, სადაც მოსწავლეები გაითამაშებენ მონაწილეობის და პრობლემის გადაჭრის პროცესს.
ჩატარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე, მოსწავლეები მოირგებენ უფროსების როლს და მოხდება მათი პასუხისმგებლობის ამაღლება.
პროექტის შედეგად მოხდება მოსწავლეებში მოტივაციისა და სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდა;
მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას სასკოლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შესახებ;
მოხდება მოსწავლეებში კვლევის, პრობლემების იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება, კარგი მოქალაქეობის, თავისი უფლებების ცოდნის გაზრდა, პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების ამაღლება;
პროექტის ფარგლებში მოხდება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების რეალიზაცია, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ.