II. პროექტის აღწეერა:
1. პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები. კონკრეტულად აღწერეთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვინ, რას, სად და როდის შეასრულებს :
პროექტის მიზანი: მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, რათა დაცული იქნეს მათი უფლებები სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობის, დისციპლინის მართვისა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის კუთხით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მშობლების, მოსწავლეებისა და პედაგოგების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება. რაც გულისხმობს საინფორმაციო კამპანიის წარმართვას, როგორც შეხვედრების ასევე, ბეჭდური მასალის გავრცელების გზით. პროექტში ჩართულია თბილისის: №42, №24 №43, №10 რუსთავის №15საჯარო სკოლები.
პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი ამოცანაა მოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა და სკოლებში სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებისა და მონაწილეობითი მონიტორინგის პროცესით დაინტერესებული ინტერესთა ჯგუფების მობილიზება, რომლის მისაღწევადაც განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
1.1. პროექტის მმართველი კომიტეტის შექმნა; ( კომიტეტი დაკომპლექტდება პროექტში ჩართული სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისაგან)
1.2. საინფორმაციო კამპანიის წარმართვა;
1.3 პარტნიორი სკოლების მიხედვით პროექტში მონაწილე მშობელთა სიის დადგენა
(მონაცემთა ბაზის შექმნა)
მეორე ეტაპი:
2.1 საინფორმაციო შეხვედრა მშობლებთან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროექტის პარტნიორი სკოლების მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები. შეხვედრაზე მოხდება როგორც მონაწილეთა ინფორმირება ასევე მუშაობა მცირე ჯგუფებში
შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია:
• თემაზე - მშობელი და სკოლა საქართველოში”, რომელსაც წარმართავს ა/ო ”სკოლა-ოჯახი-საზოგადოების” წარმომადგენლები, რომელთაც ამ მიმართულებით საქართველოში აქვთ დიდი გამოცდილება, რამეთუ აღნიშნული ორგანიზაციის ფორმირება მე-20 საუკუნის 90-ანი წლების დასასრულიდან მოხდა ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ.
• საერთაშორისო გამოცდილებების შესახებ მშობლისა და სკოლის ურთიერთ თანამშრომლობის თაობაზე. საქართველოში მსგავსი თანამშრომლობების განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის ამ ნაწილს წარმართავს საქართველოს ჰუმანური განვითარების ინსტიტუტი.
• საქართველოს სკოლის მოსწავლეთა თავითმმარველობების გაერთიანებების ალიანსის შესახებ, როგორც უკვე შემდგარი და მოქმედი ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. მიღწეული შედეგები და გამოცდილების გაზიარება.
მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება საკითხის პროვოცირება: რამდენად აქტუალურია და იყენებს მონაწილეები მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებებს სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობის, დისციპლინის მართვისა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის კუთხით. აგრეთვე თუ როგორ წარმოუდგენიათ მომავალში აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობისათვის თანამშრომლობა და პერსპექტიული პროექტების დაგეგმვა. ( მუშაობა მცირე ჯგუფებში).
სკოლებში სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებისა და მონაწილეობითი მონიტორინგის პროცესით დაინტერესებული ინტერესთა ჯგუფების სრულფასოვანი მობილიზების მიზნით პროექტის ფარგლებში მშობლების სურვილის შემთხვევაში შეიქმნება სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებისა და მონიტორინგის არაფორმლური ინტერნეტ ქსელი , რომლშიც ჩართვა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ მშობელს.
მესამე ეტაპის ამოცანაა სკოლებში სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებისა და მონაწილეობითი მონიტორინგის პროცესის წარმართვა, გამოცდილების გაზიარება და პროექტის დასრულება, რომლის მისაღწევადაც შემდეგი აქტივობები განხორციელდება:
3.1. სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროექტებისა და პროგრამების შექმნის ინიცირება;
3.2. ადვოკატირების კამპანიებისა და დიალოგის წარმართვა სახელმწიფო სტრუქტურებთან;
3.3. საინფორმაციო ბროშურის გამოცემა;
3.4. პროექტის შეფასება, ანგარიშის მომზადება და პროექტის დასრულება.
პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეული იქნება არამატერიალური შედეგები:
• საინფორმაციო კამპანიის წარმართვის შედეგად პროექტის შესახებ ინფორმირებული იქნება საჯარო სკოლების მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები;
• სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებისა და მონიტორინგის ქსელის ფარგლებში მობილიზებულია სკოლებში სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებისა და მონაწილეობითი მონიტორინგის პროცესით დაინტერესებული ინტერესთა ჯგუფების წარმომდგენლები;
• მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის ჩამოყალიბებულია გრძელვადიანი პარტნიორობა;
• უზრუნველყოფილია საჯარო სკოლებში სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებისა და მონაწილეობითი მონიტორინგის ქსელის სტრუქტურული, ორგანიზაციული და პროფესიული გაძლიერება;
• პროექტის ბენეფიციარები (40-მდე ადამიანი) აღჭურვილია სამოქალაქო ინტერესების დაცვისა და მონიტორინგის განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით;
• მონიტორინგის განხორციელების ფარგლებში მონაწილეებმა შეძლეს საკლასო ოთახის დონეზე ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა და მოსწავლეთა სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარებისაკენ მიმართული პროექტებისა და პროგრამების შექმნა, ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და მათ რეალიზებაზე ზრუნვა.
• ფართო საზოგადოებისათვის გაზიარებულია პროექტის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილება.
მატერიალური შედეგი:
• პროექტის შესახებ დაბეჭდილია საინფორმაციო ბუკლეტი.
პროექტის განხორციელების შედეგად:
• უფრო და უფრო მეტი ადამიანი (მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი) გააქტიურდება და სკოლის ცხოვრებაში/თვითმმართველობებში.
• მონაწილეები შეძლებენ უფრო მკაფიოდ გამოავლინონ საჯარო სკოლებში არსებული პრობლემები და ადვოკატორების კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების უნარ-ჩვევების ხარჯზე უფრო მეტი გავლენა მოახდინონ სკოლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და საჯარო სკოლების ხელმძღვანელები უფრო მეტად გაითვალისწინებენ სკოლის საზოგადოების ინტერესებს, შესაბამისად უფრო და უფრო მეტად იქნება რეალიზებული ზოგადი განათლების სფეროში აღნიშნული ინტერესთა ჯგუფების კანონიერი უფლებები.