პროექტის მიზანია:ერთი დიდი ოთახის გადაკეტება ორ საშუალოზომის ოთახად. ამ ოთახებით ისარგებლებენ 2 კლასი(მეცხრე და მეხუთე) პარალელურ რეჟიმში, ხოლო გაკვეთილების შემდეგ-მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების კლუბი და მოსწავლეთა თვითმმართველობ.ისინი შეძლებენ ინტენსიურად შეიკრიბონ,იმსჯელონ,დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა პროექტები,ხოლო დგის პირველ ნახევარში ამ ოთახით ისარგებლებენ მეცხრე და მეხუთე კლასის მოსწავლეები,რომლებიც დგეს–დგეისობით ისეთ საკლასო ოთახებში არიან სადაც მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ელემენტარული ჰიგიენის პირობები არაა დაცული,რადგან ამ ოთახებში ცემენტზე ოდესღაც იყო დაგებული ე.წ დეესპე,რომელიც ახლა დამტვრეულია და მის ქვეშ არის მტვერი და სიბინძურე და მისი დასუფთავება შუძლებელია თუ ახალი იატაკი არ დაიგება.მაგრამ ორი ოთახის გარემონტება ძვირი სიამოვნებაა,ამიტომ სკოლამ გამოგვიყო ერთი დიდი,თბილი და კომფორტული ოთახი რომელიც საჭიროა გაიყოს შუაზე და გამოვიყენოთ როგორც საკლასო მეცადინეობისაას ასევე თვითმართველობის გაძლიერებისთვის.
მოსწავლეებიც ისწავლიან მშვიდ,უსაფრთხო,სუფთა და კეთილმოწყობილ საკლასო ოთახებში.