პროექტის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის თემის ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაცია და ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა კამპანიის წარმოება.
მოსწავლეები დააკვირდებიან და შეისწავლიან საკუთარი სოფლის მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილებს, ენდემური და რელიგიური სახეობებით მდიდარ ბუნებას, კვლევის ობიექტად აქცევენ სოფლის გეოგრაფიულ გარემოს, რომელიც დამაინტერესებელი ფაქტორი იქნება, ანაკლია-განმუხურის გზაზე მიმავალი ტურისტისათვის.(სოფელი მდებარეობს ზუგდიდი-ანაკლია ტრასაზე) შექმნიან სხვადასხვა სახის თვალსაჩინო მასალას: სოფლის რუკა, ტურისტულ გზამკლევი, პლაკატები, გადაიღებენ ფოტოებს, მოაწყობენ პრეზენტაციებს, გააკეთებენ კალენდარს, რომელზეც სოფლის ისტორიული ადგილების ფოტოები იქნება განთავსებული საინტერესო ინფორმაციებით, დამზადებენ და დამონტაჟებენ საინფორმაციო ბანერებს თვალსაჩინო ადგილას. მოაწყობენ მეგრული კერძების ფესტივალს, სადაც მოიწვევენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენელებს და კვების ობიექტების წარმომადგენლებს (რესტორნების შეფმზარეულებს). გამოუშვებენ კედლის გაზეთებს და ყველა საინტერესო თვალსაჩინოებას განათავსებენ ინტერნეტში. შექმნიან მოძიებული მასალების ორენოვან (ინგლისურ-ქართული) ბლოგს.