ჩვენი პტოექტის მიზანია ჩვენ თემში წიგნიერების დონის ამაღლება,რომელიც მოიცავს წიგნის კითხვასთან ერთად მრავალმხრივი უნარების განვითარებას და საკუთარი ფასეულობების ჩამოყალიბებას.
პროექტის ფარგლებში ჩავატარებთ კვლევას, ვითანამშრომლებთ და სტუმრად მოვიწვევთ სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებიც ისაუბრებენ სწავლის მნიშვნელობაზე, შედეგებზე და საკუთარ მიღწევებზე. ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბთან თანამშრომლობით მოსწავლეებს დავეხმარებით წაკითხული ინფორმაციის გაგება- გააზრებაში, რადგან ჩვენ თემში ენობრივი ბარიერი ხელის შემშლელი ფაქტორია, დაბალ კლასებში სახელმწიფო ენაზე უჭირთ წაკითხულის გააზრება. პეროუდულად მოვაწყობთ ლიტერატურულ საღამოებს, მხატვრული კითხვის დღეებს, წიგნის განხილვას. პროექტის ფარგლებში გავზრდით მშობელთა ჩართულობას და გავაცნობთ ადამიანის უფლებებს, მოსწავლეები მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას გავუზიარებთ სხვა სკოლის მოსწავლეებს. დავამზადებთ და გავავრცელებთ ბუკლეტებს და აქტიურად ვითანამშრომლებთ მომავალშიც.