სტატისტიკების მიხედვით საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი სტაბილურადმაღალია და წელიწადში 6000 მდე შემთხვევა რეგისტრირდება, მათ შორის ტუბდაავადებულთან კონტაქტში მყოფი ბავშვებიც. ამიტომ საჭიროა საზოგადოების ინფორმირება დაავადებულ ბავშვთა პრობლემების შესახებ და მისი გააქტიურება. ამ მიზნით პროექტის ავტორები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და დაავადებულ ბავშვებს ჩართავენ სხვადასხვა სამოქალაქო ღონისძიებებში.
პროექტის მიზანია პრევენციური ღონიძიებების გატარება, რათა შემცირდეს ბავშვთა ავადობა, ტუბდაავადებულ ბავშვთა მხარდაჭერა სტიგმის შესამცირებლად. მათი სრულფასოვანი ინტეგრირება და მორალური - სოციალური დახმარების გაწევა.
მიზნის მისაღწევად, ჩვენ მოვიძიებთ სპონსორებს, ვითანამშრომლებთ ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებთან, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამასთან, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებთან და ტუბერკულოზის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებტან. ჩატარებული აქტივობების შედეგად ჩვენ ვაჩუქებთ რამოდენიმე ბედნიერ დღეს დაავადებულ ბავშვებს, მივცემთ მომავლის იმედს და საზოგადოებას დავუმტკიცებთ რომ ისინი ზურგ შესაქცევნი არ არიან.