სოფო მირზაშვილი, შორენა გუბელიძე - საჭამიასერის საჯარო სკოლის მოსწავლეები
პროექტის მიზანია სოფლის მივიწყებული ტრადიციის (მეღვინეობა) პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობა.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება სოფლის მოსახლეობისათვის ეკონომიკური, კულტურული, ესტეთიური და ტურისტური განვითარების მიმართულებებით.
ჩვენი სოფლის ტრადიცია არის ვაზის მოვლა-პატრონობა. საბჭოთა პერიოდში სოფელ საჭამიასერში იყო ჩხავერის მეურნეობა. მიწის უდიდესი ნაწილი ეჭირა ვენახებს და მოსავალიც შესანიშნავი მოდიოდა. სოფელში იყო ღვინის გადამამუშავებელი ქარხანა (შენობა ახლაც დგას). მევენახეობა-მეღვინეობა იყო მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი არის ჩხავერის კულტურის პოპულარიზაცია, ამ მიმართულების აღორძინების ხელშეწყობა. მხარდაჭერის შემთხვევაში შევძლებთ ავაღორძინოთ ჩხავერის უნიკალური ჯიში, რაც მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდება მწარმოებლებისათვის და ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას. მოსულ სტუმრებს გაუმასპინძლდებიან ტრადიციული უგემრიელესი გურული კერძებით, ნუგბარით და შეეძლებათ სოფლის კეთილმოწყობილი ღირშესანიშნავი ადგილების მონახულება.
მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან სოფელ საჭამიასერში არსებობდა მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა. მეურნეობაში დასაქმებული იყო სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა. ,,მშრალი კანონის“ პერიოდში მთლიანად აიჩეხა მეურნეობის ვენახები. ამ მიწებზე მოგვიანებით გაშენდა თხილის პლანტაციები და ითესება სიმინდი. ფაროსანას შემოტევის შემდეგ თხილის ფასი დაეცა და მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დარჩა. სოფელში არის უნიკალური პირობები ჩხავერის აღორძინებისთვის. სოფელში ჯერ კიდევ ცხოვრობს ადამიანები, რომლებიც დასაქმებული იყვნენ მეურნეობაში და იციან ვაზის მყნობა, მოვლა-პატრონობა, აქვთ ჩხავერის საოჯახო მეურნეობა, რომელიც ოჯახის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.
მოსახლეობას დასაქმების არანაირი საშუალება არ აქვთ და იძულებული არიან დატოვონ სოფელი სამუშაოს პოვნის იმედით. ერთ დროს მრავალრიცხოვანი სოფელი განიცდის მიგრაციას. მკვეთრად შემცირებულია მოსახლეობის რაოდენობა, შესაბამისად ყოველწლიურად მცირდება სკოლაში მოსწავლეთა რიცხვი.
თუ, ვაზის აღორძინების იდეა მხარდაჭერილი იქნება ბიზნესის მხრიდან ეს იქნება უდიდესი მამულიშვილური საქმე. ჩვენ ლამაზ, სტუმართმოყვარე სოფელში მოეწყობა საოჯახო სასტუმროები, ,,ოჩოჩქინას“ ჩანჩქერთან სტუმარს შეეძლება პიკნიკის გამართვა და დასვენება. სოფლის ცენტრში არსებულ ტყე-პარკში ეკლესიის გვერდით ჩამოჯდომა, სოფლის მდინარეზე თევზაობა და გაგრილება.
1.საორგანიზაციო შეხვედრა, ფუნქციების განაწილება.
2.კვლევა - ადგილობრივ თემში უბნების მიხედვით ადამიანების მოძიება, რომლებსაც აქვთ ჩხავერის საოჯახო მეურნეობა, იციან ამ ჯიშის ვაზის მყნობა, მოვლა-პატრონობა.
3. ვიზიტი თემური დუდუჩავას ოჯახში. ვენახის დათვალიერება და ვაზის მყნობის მასტერკლასი.
4. სტუმრის მოწვევა და საუბარი : ,,ვაზის როლი ჩვენი სოფლის განვითარებისთვის.“
5. აგრონომ ჯემალ ჭკუასელთან ვიზიტი. ტრენინგის ჩატარება ცნობიერების ამაღლებაზე მეაღვინეობის მიმართულებით, უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა, როგორ მოუარონ ვაზს. რას ნიშნავს ,,ღვინის გზა“ და რა მოგება შეიძლება მოუტანოს ჩხავერის წარმოებამ მოსახლეობას.
6.საუბარი სოფლის ტრადიციული სამზარეულოს შესახებ -შეხვედრა ელენე თედორაძესთან.
7.სოფლის ღირშესანიშნავი ადგილების ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, შეხვედრების, ტრენინგის და მასტერკლასების ვიდეომასალაში ასახვა;
8.პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეომასალის გამოყენებით ვიდეო რგოლის დამზადება, ადგილობრივ თემში და სოციალურ ქსელში გავრცელება.
ხარისხიანი ფოტო და ვიდეო მასალის გადასაღებად გვესაჭიროება შესაბამისი მონაცემების ფოტო აპარატი, რომელსაც შევიძენთ გრანტის თანხით და გამოვიყენებთ სხვადასხვა აქტივობების განხორციელების დროს.
პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ თემის საზოგადოებასთან, ადგილობრივ ბიზნესთან
პროექტით სარგებელს მიიღებენ ახალგაზრდები, მშობლები, თემის საზოგადოება - 320 ბენეფიციარი.
ახალგაზრდები, მოზარდები-63, მშობელი-106, თემის მცხოვრები-151
ამ ეტაპზე რაიმე რისკებს განხორციელების პროცესში არ ველოდებით
სოფლის ახალგაზრდობას აუმაღლდებათ ცნობიერება ჩხავერის შესახებ. მოხდება მივიწყებული ტრადიციის (მეღვინეობა) პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, შეიქმნება თემატური ფატო-ვიდეო მასალა, გაიზრდება ტურისტული პოტენციალი, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.
პროექტის მიზანია სოფლის მივიწყებული ტრადიციის (მეღვინეობა) პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობა.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება სოფლის მოსახლეობისათვის ეკონომიკური, კულტურული, ესტეთიური და ტურისტური განვითარების მიმართულებებით.
კომენტარის დამატება