პროექტის მიზანია, რომ ქ.რუსთავის სსსმ მოსწავლეებს შევუქმნათ შესაბამისი გარემო, რომ მათ უკეთ შეძლონ თავიანთი პრაქტიკული თუ სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება და მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. რესურს ოთახის სპეციალური ნივთებით აღჭურვის შემდეგ სსსმ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ საკუთარი პრაქტიკული და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რის შემდეგაც ისინი აქტიურად შეძლებენ სკოლაში თუ სკოლის ფარგლებს გარეთ გამართულ აქტივობებსა და ღონისძიებეში აქტიურ მონაწილეობას.