პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობის განხორციელლება. ახალგაზრდების ნაწილი ჯერ ჯიდევ სკეპტიკურად არის განწყობილი ევროპულ ინსტიტუტებთან საქართველოს ინტეგრაციის მიმართ, ისინი ფიქრობენ, რომ ევროპულმა სტრუქრურებმა შეიძლება გარკვეული ზიანი მიაყენოს ეროვნულ ღირებულებებს, იდენტობას, ტრადიციებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ნატოსა და ევროკავშირზე საზოგადოებაში არსებული მითების მსხვრევას, ფაქტებით და არგუმენტებით დავუმტკიცოთ მოსწავლეებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება, ასოცირების ხელშეკრულება, ნატოსთან პარტნიორობა, ევროკავშირის სამოქმედო გეგმასთან მიერთება, რამდენად დადებითად აისახება ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაზე.