პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
დავით პაგოდინი (მოსწავლე)
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2007-12-18
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
მცხეთის რაიონი სოფელი ძალისი
მობილური ტელეფონი
558694545
ელექტრონული ფოსტა
dato.pagodini@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
მოსწავლეები (წევრები): ბექა თაკაშვილი, ელენე თაკაშვილი, თამარ ცუღოშვილი, თამარ თაკაშვილი, მარიამ თაკაშვილი, ბორის ძებისაშვილი, ნინო რუბაშვილი, მარიამ აბაშვილი და თამუნა ნადიბაიძე.
გუნდის ლიდერი: დავით პაგოდინი მოსწავლე
მოხალისე: ეკატერინე თაკაშვილი
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
100
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
დიახ
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანი: სკოლის მოსწავლეებისა და თემის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე.
ძალისის თემში მწირი ინფორმაციაა ევროინტეგრაციასა და ასოცირების ხელშეკრულებაზე, ამის გამო ხალხი არ უღრმავდება ამ საკითხს. ამ პრობლემის შესახებ ინფორმირება ხელს შეუწყობს თემის მოსახლეობის ხედვის შეცვლას ამ საკითხის მიმართ.
მოსალოდნელი შედეგები
ევროინტეგრაციის შესწავლა და განვითარება მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ქვეყნის განვითარებაში. ძირითადად ეს პროცესი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებას. რამდენიმე მთავარი გრძელვადიანი შედეგი რომელიც ეკონომიკას შეეხება არის ვაჭრობის გაზრდა და ინვესტიციების მოზიდვა. ევროკავშირთან თანამშრომლობა გამოიწვევს კორუფციის შემცირებასაც. სოციალური განვითარება ამ ჟამად ჩვენი ქვეყნის ერთ ერთი მთავარი მიზანია, ევრო ინტეგრაციის განვითარების შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობები გაძლიერდება, რაც ხელს შეუწყობს კულტურულ და სოციალურ ინტეგრაციას. ამის შესახებ თემის ინფორმირება მნიშვნელოვანია თემში მცხოვრები მოქალაქეების ხედვის შესაცვლელად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
სკოლის თემს, მოსწავლეებს მცირე ცოდნა ამ საკითხთან იმიტომაა მცირე რომ , ხალხი ძირფესვიანად არ უღრმავდება ამ საკითს, ისინი თვლიან რომ ყოველივე ამის ცოდნა სავალდებულო არ არის მათთვის და ფიქრობენ რომ ამ საკითხს მათ მაგივრად სხვა მოაგვარებს. ამის გამო ისინი ვერ აცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა თითოეული საკითხის მოგვარებაში. თუ ხალხი ამ პრობლემას ახლო მომავალში ვერ აღიქვამს, ეს პრობლემა უფროდაუფრო გაიზრდება და რთული აღმოსაფხვრელი გახდება. ამჟამად ქვეყანა ამ პრობლემის პირველ სტადიაშია და საჭიროა ახლავე მივაქციოთ ყურადღება, ხალხი ძირითადად ერთმანეთს რასის, ეთნიკის, რელიგიის, სქესის და სოციალური კლასის და პოლიტიკური შეხედულებების გამო უპირისპირდებიან ერთმანეთს რაც არასტაბილური ურთიერთობის გამომწვევი მიზეზია.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1. თემატური ლექციები და დისკუსიები:
ტრენინგების ჩატარება მოსწავლეებთან, მშობლებთან, ახალგაზრდებთან, შემდეგ თემებზე: : რა კავშირებს წარმოადგენენ ევროკავშირი, ნატო, რა მნიშვნელობა აქვს ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის. (ცატარდება 2 ტრენინგი)
2. საკონკურსო პროგრამები:
კონკურსები: ვიდეორგოლის კონკურსი, კრეატიული წერის კონკურსი, ისტორიული ფაქტების შეჯიბრი. ეს ყველა კონკურსი კავშირში იქნება ევრო ინტეგრაციასთან.
ჯილდოების/პრიზების და სერთიფიკატების შეძენა და გადაცემა კონკურსში მონაწილე მოსწავლეებისთვის
რაც აამაღლებს მოსწავლეთაწქ მოტივაციას.
3. საინფორმაციო კამპანია:
მოსწავლეებს მიერ დაამზადდება პოსტერები, შეიქმნება საინფორმაციო ვიდეოები სადაც ისინი ძირფესვიანად ისაუბრებენ ევროინტეგრაციის შესახებ. ვიდეოები განთავსდება სოციალურ ქსელში, პოსტერებს განვათავსებთ სკოლაში, სოფელში, სოციალურ ქსელებში.
4. გაცვლითი პროგრამების პოპულარიზაცია:
საინფორმაციო შეხვედრები სასწავლო გაცვლითი პროგრამების შესახებ: ერასმუსის და სხვა გაცვლითი პროგრამების შესახებ. შეხვედრებს ჩაატარებენ სკოლის დირექტორი და მოწვეული სტუდენტები. სტუდენტები რომლებიც უკვე მონაწილეობენ მსგავს პროგრამებში, გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
პრინტერი – საინფორმაციო ბუკლეტების, სხვადასხვა მასალების დასაბეწდად.
ტრანსპორტირება – ვიზიტი ნატო ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში.
კონკურსისათვის პრიზები
საკანცელარიო მასალა ტრენინგების, შაინფორმაციო შეხვედრების ათვის.
პროექტის პარტნიორები
სკოლადამთავრებული ახალგაზრდები, მშობლები, ნატოევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
1.სკოლის მოსწავლეები:
პირდაპირი ბენეფიციარები: პროექტში აქტიურად ჩართული მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობენ ლექციებში, დისკუსიებში და კონკურსებში.
2. მოსწავლეების ოჯახები და ადგილობრივი საზოგადოება:
პროექტის გავლენა გავრცელდება მოსწავლეების ოჯახებსა და ადგილობრივ საზოგადოებაზე, რადგან მოსწავლეები მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ მათ.
სულ- 230
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
1.სკოლის მოსწავლეები - საერთო რაოდენობა: დაახლოებით 80 მოსწავლე.
2. მოსწავლეების ოჯახები და ადგილობრივი საზოგადოება - არაპირდაპირი სარგებელი: დაახლოებით 150ა.
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
1. მოსწავლეთა დაბალი ჩართულობა:
მოსწავლეები შეიძლება არ დაინტერესდნენ პროექტის აქტივობებით ან მონაწილეობა არ მიიღონ.
გადაჭრის გზა: ჩართულობის გასაზრდელად ღონისძიებები გავხადოთ ინტერაქტიური და სახალისო (მაგ., თამაშები, კონკურსები, პრიზები). მოსწავლეებს დავურთოთ ინიციატივების წარდგენის შესაძლებლობა, რათა იგრძნონ პასუხისმგებლობა და ჩართულობა.
2.საინფორმაციო მასალების დაგვიანება ან არამზადყოფნა:
შეიძლება დროულად ვერ მოვამზადოთ ბუკლეტები, პრეზენტაციები ან პოსტერები. საჭიროების შემთხვევაში მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები ან მოხალისეები.
3.მოსწავლეთა განსხვავებული ცოდნის დონე:
მონაწილეებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ცოდნის დონე, რაც კომუნიკაციას გაართულებს. ამიტმაც სხვადასხვა აქტივობები უნდა მოვარგოთ სხვადასხვა დონეებზე. აგრეთვე უნდა განვავითაროთ ჯგუფური მუშაობა, რათა მოსწავლეები ერთმანეთს დაეხმარონ.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
1. საპროექტო კლუბების ან ჯგუფების ჩამოყალიბება:
პროექტის დასრულების შემდეგ, სკოლის „ევროკავშირის და ნატოს მხარდამჭერი კლუბის“ შექმნა, რომელიც მუდმივ რეჟიმში აქტიურად გააგრძელებს ამ თემასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას.
2. გრანტების და სპონსორების მოძიება:
პროექტი წარმატებით დასრულდების შემდეგ შესაძლებელია ახალი გრანტების მოძიება ან პარტნიორების ჩართვა მომდევნო ეტაპების განხორციელებისთვის.
3.მოსწავლეებისთვის ინტერაქტიული რესურსები:
დაფები, მარკერები, საპოსტერო მასალები:
მყარი დაფები, სპეციალური მარკერები, ცხრილები და სხვა ინტერაქტიული რესურსები პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მათი გამოყენების.
თამარ მაისურაძე
დეკემბერი 8, 2024 | 11:05 pmაღნიშნულ პროექტს რეკომენდაციას ვუწევთ დასაფინანსებლად.