პროექტი მიზნად ისახავს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხო საგზაო მოძრაობის გარემოს შექმნას და საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, რაშიც იგულისხმება საგზაო ნიშნების მოწესრიგება; სათვალთვალო ვიდეოკამერის დაყენება; ქვეითთა გადასასვლელის გამოყოფა; ავტომობილის სიჩქარის შემანელებელი ბარიერების დამონტაჟება გზაზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების განხორციელება დაგვეხმარება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგზაო შემთხვევების შემცველი რისკების პრევენციაში.