Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    "გაიგე უფრო მეტი ჩვენთან ერთად"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    ჩვენი პროექტის მიზანია:
    ჭოპორტის ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის სწორად დაგეგმვის ხელშეწყობა მათი ცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლების,მედია-საშუალებების სტრუქტურის გაცნობის და სწავლის პროცესის გახალისების გზით.
    პროექტის განხორციელების შედეგად:
    •გაღრმავდება სკოლის ადგმინისტრაციისა და მოსწავლეების ურთიერთობა.
    •ახალგაზრდები ჩაერთვებიან საზოგადოებრივ აქტივობებში.
    •მოხდება მოსწავლეების თავისუფალი დროის სწორი ორგანიზება
    •მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ჟურნალისტის, როგორც ერთ-ერთი წარმატებული პროფესიისადმი.
    •ამაღლდება მოსწავლეების ზოგადი განათლების დონე
    •გაჩნდება მეტი ინტერესი სკოლისადმი
    აღნიშნული მიზნების მისაღწევად სკოლაში იმუშავებენ: რადიოხაზის რედაქტორი, IX კლასის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოსწავლე, მისი დამხმარე საორგანიზაციო საკითხებში, აგრეთვე ჟურნალისტები, რომლებიც უხელმძღვანელებენ სპორტის, მუსიკისა და ლიტერატურის განყოფილებებს, აგრეთვე სკოლის სიახლეებსა და პრობლემებზე მომუშავე ჟურნალისტი. რადიოხაზს ეყოლება ერთი „იურისტი“, რომლის მოვალეობაშიც შევა იმ რუბრიკების მომზადება, რაც დაკავშირებული იქნება ახალგაზრდობის
    სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასთან (მას დახმარებას გაუწევენ სპეციალისტები, მაგ.იურისტი,სამოქალაქო განათლების პედაგოგი, დირექცია...)
    სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მოხდება კვირაში ერთხელ, სადაც ყველა ჟურნალისტი წარმოადგენს თავის თემასთან დაკავშირებულ მოძიებულ მასალას და ყველანი ერთად დაგეგმავენ მომდევნო კვირის პროგრამას.მათ დახმარებას გაუწევს სპორტის, მუსიკის, ხელოვნების, სამოქალაქო განათლების... პედაგოგები.
    რაც შეეხება თვითონ ქსელის გამართულ მუშაობას, მასზე პასუხისმგებელი იქნება მშობელი, რომელიც გვეხმარება ქსელის დამონტაჟებაში და მე-12 კლასის მოსწავლე, რომელიც იზრუნებს მის შემდგომ მუშაობაზე.

    მდებარეობა რუკაზე
    +−
    +−
    Leaflet | © OpenStreetMap contributors
    • Dusheti

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ იანვრის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      maia dofidze
    • ქალაქი
      დუშეთი
    • პროექტის ბიუჯეტი
      740 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...