პროექტის მიზანია მე–9 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება.
შედეგი:
• სკოლას აქვს თანამედროვე ტიპის განახლებული, ინტერნეტქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკითა და ახალი ინვენტარით აღჭურვილი ბიბლიოთეკა.
• ბიბლიოთეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ,,ცოცხალი წიგნადი“ ფონდით.
• ბიბლიოთეკა კულტურისა და დასვენების ცენტრი გახდა.
• ამაღლდა სწავლა – სწავლების ხარისხი.
• ამაღლდა თემის ახალგაზრდებისა და მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების დონე.
• თემის ახალგაზრდობა და სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყენებენ სკოლის ბიბლიოთეკას სხვადასხვა მიზნისათვის.
• თემი და სკოლა აქტიურად თანამშრომლობენ.
• ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და ტრენინგები თემის მონაწილეობით.
• ბიბლიოთეკის გახსნამ ხელი შეუწყო თემსა და სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.
• გაიზარდა მკითხველთა რაოდენობა.
• ახალგაზრდების დიდი ნაწილი მოსწყდა ქუჩას და ისინი დროს გონივრულად და მიზანმიმართულად იყენებენ.