დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისა და განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსწავლე ახალგაზრდობის მიერ თემში არსებული პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას.ერთ-ერთ უმნიშლოვანეს პრობლემად კი მივიჩნევთ აწყურის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება, სანაგვე კომტეინერების არ არსებობას.თითოეულ ჩვენთაგანს შეიძლება ცალ–ცალკე გვიფიქრა არსებულ პრობლემაზე,მაგრამ თანხის არარსებობის და პრობლემისადმი არასწორი მიდგომის გამო,პრობლემა წლები განმავლობაში კვლავ პრობლემად რჩება. პროექტის მიზანია ადგილობრივ თვითმმარტველობასთან თანამშრომლობით დაიგეგმოს და განხორციელდეს ისეთი ღონისძიებები,რომელიც ხელს შეუწყობს,მოსწავლეებისა და თემის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.