პროექტის მიზანია მოქალაქეთა პასუხისმგებლობის ამაღლება გარემოს დაცვის მიმართ. რისთვისაც პროექტით დასახულია შემდეგი ამოცანები: საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება ეკოლოგიურ პრობლემებზე და მოქალაქეთა ჩართვა მათ თემში ბუნების დაბინძურების ფაქტების აღმოფხვრაში.
ამ ამოცანების გასახორციელებლად და მიზნის მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
ა) თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება. (პროექტის დაფინანსების პირველ კვირას) კლუბის წევრები მოიკვლევენ ბუნების დაბინძურების კუთხით თემში არსებულ მაგალითებს, დააფიქსირებენ ამ ფაქტებს ფოტოფირზე და ვიდეოზე .
ბ)ინფორმაციის მოძიება მსოფლიოში მომხდარ ეკოლოგიურ კატასტროფებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე. (პროექტის დაფინანსების მეორე კვირას.)
ამ ინფორმაციას მონაწილეები მოიძიებენ სავადასხვა ბეჭდურ გამოცემებში და ინტერნეტით. მასალები თავს მოიყრის კლუბის საინფორმაციო ბაზაში.
გ)ინფორმაციის გავრცელება: (პროექტის დაფინანსების მეშვიდე კვირას.)
ბუკლეტების, პლაკატების დამზადება და გავრცელება.
წევრების მიერ მოპოვებული მასალებით, ფოტო-დოკუმენტებით და მათ მიერ მოფიქრებული მოკლე გზავნილების ტექსტებით სარეკლამო კომპანია „ირიდაში“ დამზადდება ფერადი ფლაერები (1000 ცალი) და განაწილდება 5 სხვადასხვა კლუბში, შემდგომში თემში გასავრცელებლად.
დ) მრგვალი მაგიდა–დისკუსია. (პროექტის დაფინანსების მეექვსე კვირას.)
კლუბის წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ სადისკუსიო მაგიდას, რომელზეც მოწვეული იქნებიან 5 სკოლის კლუბის 2-2 წევრი. დისკუსია გაიმართება ბუნების დაბინძურების პრობლემებზე მათ თემებში. და გაინაწილებენ ფუნქციებს, რათა ლიფლეტების დარიგებასთან ერთად აამაღლონ მოქალაქეთა ინფორმირებულობა.
ე) ნახატებისა და ფოტო–სურათების გამოფენის ორგანიზება. ( პროექტის დაფინანსების მეათე კვირას.)
კლუბის წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ ფოტო გამოფენას, რომელზეც ყველაზე კრეატიულ ავტორს კლუბეების წევრებისგან იქვე შექმნილი კომისია დააჯილდოებს სპეციალური პრიზით.
ვ) დასუფთავების ღონისძიებების მოწყობა: (პროექტის დაფინანსებიდან მესამე და მეშვიდე კვირას.)
კლუბის 20 წევრის, 5 მასწავლებლისა და 8 მშობლის მონაწილეობით დაგეგმილია სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
ადგილობრივი თვითმმართველობის (ზუგდიდ) დასუფთავების სამსახურთან თანამშრომლობით კი მდინარე ჩხოუშიისა და ქალაქის ცენტრალური საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების მასშტაბური აქცია, რომელშიც მონაწილეობას კლუბის 23 წევრის გარდა მიიღებენ მშობლები და მოქალაქეები, სულ 60 -მდე ადამიანი.
თ) ესეს კონკურსის ორგანიზება: პროექტში ჩართული 5 სასკოლო კლუბში გამოცხადდება კონკურსი თემაზე „დედამიწა ჩვენი სახლია“. კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს ერთი მასწავლებლისა და სამი მოსწავლისაგან სპეციალურად შექმნილი კომისია. გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი.
ი) ვიდეოფილმის ჩვენება უცხოელთათვის.
კ) მაკულატურის შეგროვება- „გადავარჩინოთ ტყე“.
ლ) facebook გვერდის შექმნა და მასზე ინფორმაციის განთავსება.
მ) სემინარი თემაზე „დედამიწის ეკოლოგიური საფრთხეები“.
ზ) ვიდეორგოლი, თუ როგორ ბინძურდება ქალაქი ყოველდღიურად. (პროექტის დაფინანსების მეოთხე კვირას.)
თ) ესეს თემაზე „დედამიწა ჩვენი სახლია“ კონკურსის ორგანიზება.(პროექტის დაფინანსების მერვე - მეათე კვირას).
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ა. მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას იმ უარყოფით გავლენების შესახებ, რაც ადამიანების არაგონიერმა ჩარევამ შეიძლება მოახდინოს ბუნებაზე.
ბ. მოქალაქეები გააცნობიერებენ საკუთარ როლს გარემოს დაცვაში.
გ. პროექტის ბენეფიციარები მოახდენენ მათ თემში არსებული პრობლემის იდენტიფიცირებას და თავად ჩაერთვებიან მის მოგვარებაში.