ჩვენი მიზანია გენდერული განათლება, რომელიც განკუთვნილია როგორც გოგონების,ასევე ბიჭებისთვის გავაცნოთ საზოგადოებას,რაც შეიძლება დადებით ძალად იქცეს გენდერული თანასწორობის დასამყარებლად.ჩვენ ვეძებთ გზებს,რათა შეიცვალოს როლები,რომლებსაც გოგონები და ბიჭები,ასევე ქალები და მამაკაცები ასრულებენ როგორც პირად,ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.გენდერული სტერეოტიპების შემცირების გზით გენდერული განათლება ეხმარება ბავშვებს ჭეშმარიტი სამოქალაქო თასასწორობის მშენებლობაში,როდესაც მამაკაცები და ქალები თანამშრომლობასა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემაზე დამყარებულ გარემოში იცხოვრებენ.
ჩვენი მიზანია გენდერულ საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდა,ეს ნიშნავს გენდერული სტერეოტიპების ნეგატიური ზეგავლენის აღიარებას და იმ უთანასწორობათა აღმოფხვრას,რომლებსაც ეს სტერეოტიპები წარმოქმნის.
გენდერული განათლების შედეგად გოგონები საკუთარ თავში მეტ თავდაჯერებულობას და დამოუკიდებლობას იძენენ და ებმებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში,ბიჭები კი ძლევენ წარუმატებლობის შიშს,სწავლობენ,როგორ უნდა იყვნენ ნაკლებად აგრესიულები,უფრო კომუნიკაბელურები და პასუხისმგებლობით აღსავსენი და უფრო მეტად ებმებიან შინაურ ცხოვრებაში.
ჩვენი მნიშვნელოვანი მიზანია,მოხდეს ფაქტებისა და შეხედულებების განსხვავება საჭიროა,რომ ყველა ბავშვმა საკუთარი თავი მრავალმხრივ და უნიკალურ პიროვნებად ჩათვალოს,რომელსაც მთელი რიგი თავისებურებები აქვს.სტერეოტიპებმა და ჩაკირულმა გენდერულმა მოლოდინებმა კი შეიძლება ხელი შეუშალონ ინდივიდუალურ განვითარებას და ბიჭების და გოგონების სრული პოტენციალის რეალიზებას.
ჩვენი კიდევ ერთი მნიშვნელივანი მიზანია დახმარების გაწევა ბავშვებისათვის,რათა მათ აღიარონ,თუ სოციალური თვალსაზრისით რაოდენ ღირებულია ქალებისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი საქმიანობა,როგორიცაა დედობა და ისეთი თვისებები,როგორიცაა მზრუნველობა,ყურადღება,თანამშრომლობა და შემწყნარებლობა.ამ აღიარებამ უნდა მიგვიყვანოს მამაკაცსა და ქალს შორის ჭეშმარიტ პარტნიორობამდე,რომელიც ჩვენი ძირითადი მიზანია.ამგვარი საშუალებით ბავშვები სწავლობენ,რომ მამაკაცებს და ქალებს სხვადასხვა წვლილი ოჯახში ან საზოგადოებაში თანაბრად მნიშვნელოვანია და რომ ქალსაც და მამაკაცსაც ერთნაირი უფლებები და პასუხისმგებლობები აკისრიათ.
ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენი მასწავლებლებისთვის,ისინი უკეთ გვეცნობიან,უკეთ ხედავენ გაკვეთილზე მიღებული უნარჩვევების თუ ცოდნის შედეგებს,ვსწავლობთ საზოგადოებასთან თანამშრომლობას.
რათქმაუნდა მნიშვნელოვანია სკოლისთვის იმის შეგრძნება,რომ სასკოლო ცხოვრება საინტერესო გახდა და ამაში ჩვენ მიგვიძღვის წვლილი.ასე ჩვენი სკოლა უფრო რეიტინგული და პოპულარული გახდება,გარდა ამისა ჩვენს მიერ შეიქმნა საიტი,სადაც მრავალფეროვანი მასალა აიტვირთება,რომელიც ნებისმიერისთვის იქნება ხელმისაწვდომი.