საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ომისა და მშვიდობის შესახებ, დევნილ ბავშვთა ინტეგრირება სამოქალაქო საზოგადოებაში, მათი მხადრაჭერა, ხალხთა შორის ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობა.
სამშვიდობო ინიციატივების რეალიზება. ახალგაზრდობის მონაწილეობით გარემოს გაუმჯობესება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივ მოსწავლეების დაახლოვება საერთო საქმით. „მშვიდობის პროპაგანდა“
მოეწყობა მოკლევადიანი ტრენინგები, საზოგადო კვლევები, სადისკუსიო შეხვედრები, რომლებიც განხორციელებული იქნება მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ.
ასევე მოეწყობა სიმბოლური აქცია, ორიგამით შეიქმნება იმდენი მშვიდობის სიმბოლო „მტრედი“ რამდენი ქართველი ჯარსკაციც შეეწეირა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომს.
საგურამოში ჩასახლებულ დევნილ მოზარდებთან ერთად გაშენდება „მშვიდობის ბაღი“ .