Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    იდეა და შესაძლებლობა

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      რეზო კეშელავა
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      რეზო კეშელავა-მოსწავლე
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2007-10-18
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი კოხნარი
    • მობილური ტელეფონი
      577423412
    • ელექტრონული ფოსტა
      keshelavarezo18@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      რეზო კეშელავა-პროექტის ხელმძღვანელი;

      ტარიელ ახალაძე-ღონისძიებების დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირი;

      მიშა ოსეფაიშვილი- შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირი;

      საბა კეშელავა- საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელი;

      ანი გოგიშვილი-საგანმანათლებლო ჯგუფის ხელმძღვანელი.

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      დიახ
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      სამეწარმეო საქმიანობის მნიშვნელობის გაცნობიერება, მეწარმეობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარება და მათი პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა.

    • მოსალოდნელი შედეგები

      ბენეფიციარები შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს, რომელსაც შემდგომი საქმიანობებისთვის გამოიყენებენ. ამოიცნობენ საკუთარ გარემოში მეწარმეობის განვითარებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და საფრთხეებს; ითანამშრომლობენ სხვადასხვა სტრუქტურებთან.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      ჩვენი თემის ახალგაზრდებში მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარება ნაკლებ ეფექტიანად ხდება. მათ ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა იფიქრონ ინოვაციურ იდეებზე, იაზროვნონ შემოქმედებითად, კრეატიულად და პრაქტიკულად გამოავლინონ და განივითარონ სამეწარმეო შესაძლებლობები.

      პროექტის განხორციელებით განვავითარებთ თემის მოსახლეობაში მეწარმეობრივ ხედვას და კომპეტენციებს. კერძოდ, პროექტი ხელს შეუწყობს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის, კრეატიული იდეების ფორმირების და მიზნებად ქცევის, პროექტის დაგეგმვისა და მართვის უნარების განვითარებას. ყოველივე ეს კი მოტივაციას მისცემს თემის მოსახლეობას თავადვე წამოიწყონ სამეწარმეო საქმიანობა, გახდნენ თვითდასაქმებულნი და პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ მათ გარშემო.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      1.      სამუშაო ჯგუფის შექმნა და დავალებების გადანაწილება- შეიქმნება პროექტის განხორციელებაზე მომუშავე ჯგუფი და გადანაწილდება დავალებები;

      2.      სემინარის მოწყობა მეწარმეობის შესახებ (სემინარს გაუძღვება მოხალისე მასწავლებელი, რომელსაც გავლილი აქვს ჯუნიორ ეჩვიმენტის ტრენინგი და მინიჭებული აქვს შესაბამისი კომპეტენცია. სემინარი ჩატარდება არასამუშაო საათებში)- მოსწავლეები გაეცნობიან მეწარმეობის პრინციპებს, განიხილავენ მათთვის საინტერესო მიმართულებებს მეწარმეობისა და სოციალური მეწარმეობის შესახებ, მაგალითების საფუძველზე იმსჯელებენ მათ ირგვლივ არსებულ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე; გაეცნობიან კანონს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ; განიხილავენ სამეწარმეო კომპეტენციებს, გაეცნობიან ენტრეკომპის ბორბალს და საკუთარ თავს შეაფასებენ ამ ბორბალზე მოცემული უნარების მიხედვით.

      3.      ინფოტურების მოწყობა მეწარმეებთან, ადგილობრივ მცირე საწარმოში- მოსწავლეები ადგილზე გაეცნობიან ადგილობრივი მცირე საწარმოების საქმიანობების სპეციფიკას, დაუსვამენ კითხვებს მეწარმეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.

      4.      ტრენინგი ,,როგორ შევიმუშაოთ ბიზნეს გეგმა/ბიზნეს იდეა? - პროექტის ბენეფიციარები გაეცნობიან ბიზნესგეგმის შემუშავებისათვის საჭირო ეტაპებს; სწავლობენ ბიზნესიდეის განაცხადის წერას. (აღნიშნულ ტრენინგს ჩაატარებს მოხალისე მასწავლებელი არასამუშაო საათებში);

      5.      მეწარმეობის იდეათონი (შარქ თენქ საქართველოს მინი-მოდელის დაგეგმვა-მოწყობა)- ბენეფიციარები თავიანთ ბიზნეს გეგმებს/ბიზნეს იდეებს წარუდგენენ ჟიურის, რომელიც იქნება დაკომპლექტებული შესაბამისი კომპეტენციის ადამიანებით, მიიღებენ რჩევებს და რეკომენდაცებს.

      6.      პროექტის შედეგების პრეზენტაცია

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      შევიძენთ საკანცელარიო ნივთებს ტრენინგისა და სემინარისათვის; ასევე პრინტერს სემინარისა და ტრენინგის მონაწილეებისათვის მასალების გადასამრავლებლად;

      ინფოტურების მოწყობისათვის დაგვჭირდება თანხა მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის;

    • პროექტის პარტნიორები

      მოხალისე მასწავლებელი და მშობელი, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კომპეტენცია ტრენინგისა და სემინარების მოწყობისათვის. ტრენინგები ჩატარდება არასამუშაო საათებში.

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პროექტით ისარგებლებს თემის ახალგაზრდები, მოსწავლეები; აღნიშნული საკითხით დაინტერესებული ადამიანები;

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      თემის ახალგაზრდაბი, დაახლოებით 20 ადამიანი; დაახლოებით 20 მოსწავლე;

      ადამიანები, რომელთაც ეს საკითხი მომავალში დააინტერესებთ, დაახლოებით 50 ადამიანი.

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      ღონისძიების ორგანიზატორების ან ტრენერის ავადმყოფობა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს დაგეგმილ დროს აქტივობის ჩატარებას, თუმცა შესაძლებელია აქტივობების გადანაცვლება.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      აღნიშნული პროექტი მდგრადი იქნება ხანგრძლივი დროით, რადგან პროექტის განმავლობაში შეძენილი უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდობა თავად შეძლებს სხვადასხვა მეწარმეობრივი საქმიანობების თავიანთ თემში განხორციელებას. გარდა ამისა, ისინი თავის მხრივ სხვებს გაუზიარებენ გამოცდილებას და ხელს შეუწყობენ მეწარმეობრივი საქმიანობის დაწყებაში.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2025/01/mecarmeoba-_biujeti.xlsx
    • რეგიონი
      გურია
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    სამეწარმეო საქმიანობის მნიშვნელობის გაცნობიერება, მეწარმეობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარება და მათი პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • ქეთი გობრონიძე
      დეკემბერი 6, 2024 | 12:37 am

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს და პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს, პროექტის ფარგლებში გაწერილია საინტერესო აქტივობები, დაგეგმილია თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორთან.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ინოვაციები და მეწარმეობა: რა არის საჭირო წარმატებისთვის?

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    პროექტი "ცოდნა და შემოსავალი"

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    სოციალური მეწარმეობა მდგრადი განვითარებისთვის

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...