საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი გარემოს შექმნა და სკოლებში სპორტის გაკვეთილების ეფექტურად და სწორად წარმართვა უმთავრესი პირობაა, თუ მომავალი თაობისათვის ცხოვრების სწორი და ჯანსაღი მიმართულება გვინდა. ახალქალაქის მუნიციპალტეტის ახალგაზრდობაში მოვახდინოთ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია,ვანახოთ მათ მაგალითებით რომ ჯანსაღად ცხოვრება და მავნე ჩვევებზე უარის თქმა მათი ჯანმრთელობისთვის სასიკეთოა,რაც შეცვლის მათ პირად ცხოვრებას უკეთესობისაკენ. ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ წარმატებებს. თავისუფალ დროს მოსწავლეები გაერთობიან სპორტის სხვადასხვა სახეობებით მაგ: ფეხბურთით,კრივით,ხელბურთით,ჩოგბურთით და მხიარული სტარტებით,სპორტის გაკვეთილებზე მოხდება როგორც ფიზიკური ვარჯიში ასევე სპორტის ისტორიის შესწავლა რათა ვანახოთ ბავშვებს რომ ცნობილი სპორცმენებიც მათნაირი ადამიანები არიან