ჩვენი პროექტის მიზანია სოფლის მოსახლეობაში და სკოლის მოსწავლეებში სასარგებლო რჩევების ფონზე განვმარტოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი. მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის აუცილებლობა. გავავრცელოთ ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის შესახებ, რათა რაც შეიძლება ბევრმა ჩვენმა თანატოლმა იცხოვროს ცხოვრების ჯანსაღი წესით.ჩვენს მიერ, მიწოდებული ინფორმაცია, დააფიქრებს ახალგაზრდების იმ ნაწილს ვისთვისაც ეს პრობლება აქტუალურია. თუ ყველა მათგანი არა, მომხმარებელთა გარკვეული რაოდენობა, მაინც დაფიქრდება უარი თქვან თამბაქოს მოხმარებაზე და ხელი მიჰყონ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ყველა ადამიანის თვისება ხომ, მილოცვისა და დალოცვის დროს, ჯანმრთელობის სურვილია.