პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
სალომე ლაპიაშვილი
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2009-07-16
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ქ. დედოფლისწყარო, ნიკორციხის ქ.12
მობილური ტელეფონი
568774899
ელექტრონული ფოსტა
lapiashvilisalome5@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
სალომე ლაპიაშვილი - პროექტის ორგანიზატორი - პროექტის დაგემვა, ორგანიზება;
ნინო პაპუაშვილი - პროექტის თანაორგანიზატორი - პროექტის განხორციელება, მონიტორინგი;
გვანცა ქავთარაძე - მოხალისე;
ქეთევან ზურაშვილი - მოხალისე; აქტივობების ორგანიზატრი.
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
დედოფლისწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე საბავშვო საბიბლიოთეკო სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს 7-15 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდების წიგნიერების დონისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
მოხდება: წიგნიერების ხელშეწყობა;
ბავშვების შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარება;
სოციალური და კომუნიკაციური უნარების გაძლიერება;
კითხვის პოპულარიზაცია.
მოსალოდნელი კონკრეტული შედეგები:
რაოდენობრივი შედეგები:
შეიქმნება საბავშვო ბიბლიოთეკის სივრცე 30-40 კვ.მ. ფართობზე;
დაკომპლექტდება სულ მცირე 200 სახელწოდების წიგნი/რესურსი;
4 თვის განმავლობაში მოიცავს 50 ბავშვი/მოზარდი
ჩატარდება არანაკლებ 12 სხვადასხვა ღონისძიება
ხარისხობრივი შედეგები:
გაიზრდება ბავშვების წიგნიერების დონე;
გაუმჯობესდება კომუნიკაციური უნარები;
გაიზრდება ბავშვების მოტივაცია კითხვისა და სწავლის მიმართ;
გაიხსნება ახალი სოციალური შესაძლებლობები.
პროექტის განხორციელების გეგმა:
ვინ: დედოფლისწყაროს ახალგაზრდული ჯგუფი
რა: საბავშვო ბიბლიოთეკის მოწყობა და ღონისძიებების ორგანიზება
სად: ახალგაზრდული ცენტრის შენობა, დედოფლის წყარო
როდის: პროექტის ხანგრძლივობა - 4 თვე (თებერვალი -მაისი)
მოსალოდნელი შედეგები
მოსალოდნელი მოკლევადიანი შედეგები:
გაზრდილი წიგნიერება და კითხვის ინტერესი
გაუმჯობესებული კომუნიკაციური უნარები
ბავშვების აქტიური ჩართულობა კულტურულ აქტივობებში
ახალი სოციალური კავშირების დამყარება
გრძელვადიანი შედეგები:
1. საგანმანათლებლო გავლენა:
- წიგნიერების მდგრადი ზრდა რაიონში
- ბავშვებში კრიტიკული აზროვნების განვითარება
- სკოლისგარეშე საგანმანათლებლო სივრცის შექმნა
2. სოციალური გავლენა:
- ახალი სოციალური კავშირებისა და მეგობრული გარემოს ჩამოყალიბება
- ბავშვების პოზიტიური დასაქმება
- თაობათა შორისი კომუნიკაციის გაუმჯობესება
3. პიროვნული განვითარება:
- შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების სტიმულირება
- თვითრწმენის ამაღლება
- კარიერული უნარების საწყისი ჩამოყალიბება
4. ინსტიტუციური განვითარება:
- ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება
- რესურსების მუდმივი განახლებისა და მოზიდვის მექანიზმების შექმნა
- პარტნიორობის დამყარება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
5. გეოგრაფიული გავლენა:
- მუნიციპალიტეტის იმიჯის გაუმჯობესება
- კულტურული ცხოვრების გააქტიურება
- ახალგაზრდების გადინების შემცირება
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
პრობლემის აქტუალობა:
დედოფლისწყაროში არ არსებობს ისეთი თავისუფალი სივრცე, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები ისარგებლებენ მათთვის საინტერესო საბიბლიოთეკო სერვისით. რაიონულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურა მოძველებულია და სარგებლობა უკავშირდება ბევრ ბიუროკრატიულ მექანიზმს. სკოლების ბიბლიოთეკებში არ არის საინტერესო გარემო. რაიონში შეზღუდულია ხელმისაწვდომობა კულტურულ აქტივობებზე.
ტექნოლოგიურ ეპოქაში აქტუალურია წიგნიერების დონის გაზრდის საჭიროება ახალგაზრდებში ასევე ისეთი საბიბლიოტეკო სივრცის შექმნა, რომელიც გამოდგება ბავშვების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და შინაარსიანი გატარებისთვის.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
პირველი ეტაპი - საორგანიზაციო საკითხების მოგვარება - წიგნების და საჭირო მასალის შეძენა, საქველმოქმედო აქციის "გააჩუქე წიგნი" ჩატარება .
მეორე ეტაპი - სივრცის მოწყობა, წიგნების კატალოგიზაცია, აქტივობების დაგეგმვა და მოხალისე მოსწავლეთა რეგისტრაცია.
მესამე ეტაპი - ბიბლიოტეკის პოპულარიზაცია - საინფორმაციო პრეზენტაციების ჩატარება, სოციალური პლატფორმის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, აქტივობების განრიგის შექმნა .
ლიტერატურული საღამოს ჩატარება.
თანამედროვე მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების მოწვევა.
ინტელექტუალური თამაშები: ლიტერატურული ვიქტორინები,
სამაგიდო თამაშები.
კრეატიული სახელოსნოები:
ილუსტრაციების შექმნა
მოთხრობების დაწერა
კომიქსების შედგენა.
სამკითხველო დარბაზის ამოქმედება.
სიხშირე: თვეში ერთხელ
ფორმატი: პირისპირ და ონლაინ
პასუხისმგებელი პირები : საორგანიზაციო ჯგუფი
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
წიგნები ბიბლიოთეკისთვის : მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა, კომიქსები;
პუფი - 4 ც.
პროექტის პარტნიორები
სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობები და კლუბები - აქტივობებში მონაწილეობა, საქველმოქმედო მხარდაჭერა;
ერძო სკოლის - აქტივობებში მონაწილეობა, საქველმოქმედო მხარდაჭერა;
ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები - საქველმოქმედო მხარდაჭერა;
ადგილობრივი მოსახლეობა - საქველმოქმედო მხარდაჭერა.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტის ბენეფიციარების დეტალური ანალიზი:
პირდაპირი ბენეფიციარები:
ასაკი: 7-15 წლამდე ბავშვები და მოზარდები
რაოდენობა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50 ბავშვი
დაყოფა:
დაწყებითი კლასის ბავშვები (7-10 წელი): 25
საბაზო სკოლის მოსწავლეები (11-15 წელი): 25
არაპირდაპირი ბენეფიციარები:
მშობლები: დაახლოებით 30 ადამიანი
მასწავლებლები: 5 მოხალისე პედაგოგი
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
პირდაპირი ბენეფიციარები:
ასაკი: 7-15 წლამდე ბავშვები და მოზარდები
რაოდენობა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50 ბავშვი
დაყოფა:
დაწყებითი კლასის ბავშვები (7-10 წელი): 25
საბაზო სკოლის მოსწავლეები (11-15 წელი): 25
არაპირდაპირი ბენეფიციარები:
მშობლები: დაახლოებით 30 ადამიანი
მასწავლებლები: 5 მოხალისე პედაგოგი
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
რისკები და მათი თავიდან აცილების გზები:
საინფორმაციო რისკები:
რისკი: დაბალი ინფორმირებულობა
გადაჭრის გზა: სკოლებში აქტიური პრეზენტაციები, სოციალური მედიის კამპანია
ბავშვების დაინტერესების რისკი:
რისკი: დაბალი ჩართულობა
გადაჭრის გზა: მრავალფეროვანი საინტერესო აქტივობები, თანამედროვე მიდგომები
ფინანსური რისკები:
რისკი: დაფინანსების სიმცირე
გადაჭრის გზა: სხვადასხვა გრანტის მოძიება, სპონსორების მოზიდვა
ადამიანური რესურსის რისკი:
რისკი: კვალიფიციური კადრების ნაკლებობა
გადაჭრის გზა: მოხალისეების მოზიდვა, სტუდენტთა ჩართვა
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენს ახალგაზრდულ სივრცეს დარჩება სარგებლობისთვის გამდიდრებული ბიბლიოთეკა.
ზაფხულში გავაგრძელებთ საბიბლიოთეკო სივრცით სარგებლობას და ბიბლიოთეკის ფუნქციონირება გადავა ყოველდღიურ რეჟიმში, გავაფართოებთ სერვისს და შევთავაზებთ მრავალფეროვან აქტივობებს დედოფლისწყაროში არდადეგებზე ჩამოსულ ბავშვებს.
ჩვენი იდეაა ახალგაზრდული ცენტრისთვის საბავშვო საბიბლიოთეკო სივრცის/კუთხის მოწყობა. ბიბლიოთეკაში გვექნება ასაკობრივი მხატვრული ლიტერატურა, კომიქსების კრებულები, ენციკლოპედიები. გავმართავთ კითხვის საათებს მშობელთა ჩართულობით, ლიტერატურულ საღამოებს, მოვიწვევთ საინტერესო სტუმრებს, ჩავატარებთ სხვადსხვა კონკურსებს და ვიქტორინებს , რაც აამაღლებს მოსწავლეთა ინტერესს წიგნის მიმართ, განავითარებს მათში კომუნიკაციურ და შემოქმედებით უნარებს . ეს იქნება ბავშვების საყვარელი ადგილი, სადაც შემეცნება და გართობა იქნება ინტეგრირებული.
Tina Sibasvili
დეკემბერი 4, 2024 | 3:03 pmპროექტი იმსახურებს დაფინანსებას, აქვს შესაბამისი დამოუკიდებელი ფართი და ადამიანური რესურსი