პროექტის მთავარი მიზანია, მოსწავლეებში თვითმმართველობის როლის ამაღლება. დღეს, 21-ე საუკუნეში, მოსწავლეებს საშუალება გვეძლევა ჩვენი წვლილი შევიტანოთ სკოლის განვითარებაში. ამ მხრივ ჩვენი როლი ძალიან დიდია და ჩვენ შეგვიძლია სკოლის თვითმმართველობაში აქტიური მონაწილეობით უკეთესი გავხადოთ ჩვენი სკოლები. თვითმმართველობაში აქტიური მონაწილეობა ხელს შეუწყობს ლიდერის უნარების განვითარებას. გაზრდის კომუნიკაბელურობას და ბავშვებს შეაჩვევს როგორც დამოუკიდებლობას, ასევე გუნდურ მუშაობას. განავითარებს შრომისუნარიანობას და მეტყველების კულტურას.