პროექტი "ხელმარჯვე ოსტატები" ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების, განსაკუთრებით კი იმ მოსწავლეების ჩართვას ხელსაქმის ათვისებაში, რომელთაც არ აქვთ კარგი აკადემიური მოსწრება, თუმცა გამოირჩევიან ამ საქმის კეთების ნიჭითა და ინტერესით. სკოლის ბაზაზე შექმნილი პატარა სახელოსნოს მეშვეობითა და კვალიფიციური მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები პროფესიულ დონეზე დაეუფლებიან სხვადასხვა აქსესუარების( ბეჭედი, საყურე, სამაჯური)კეთებას და ქსოვას. მოსწავლეების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქველმოქმედო ხასიათის იქნება. ჩვენ იქედან შემოსული თანხით პერმანენტულად დავეხმარებით სხვადასხვა ორგანიზაციებს.( მიუსაფარ ბავშვთა სახლი, ჩვილ ბავშვთა სახლი, სოციალურად დაუცველი ოჯახები, მოხუცთა თავშესაფარი და სხვა.)
რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეებს ამ ხელსაქმის დაუფლების შემდეგ ექნებათ უზრუნველყოფილი მომავალი. სკოლის დასრულების შემდეგ მათ ექნებათ საქმე, რომლითაც შეძლებენ საკუთარი თავის რჩენას. ამასთანავე, იქნებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებულნი.