ელენე ჯანგავაძე - მოსწავლე, პროექტის ხელმძღვანელი;
ანანო კაპანაძე - მოსწავლე, პროექტის ორგანიზატორი;
საბა ჯოჯუა - მოსწავლე, საინფორმაციო მენეჯერი;
ანასტასია აბრამია - მოსწავლე, თვითმმართველობის შეკრება და წევრების პროექტის შესახებ ინფორმირება და ინტეგრირება.
პროექტის მთავარი მიზანია ინოვაციური და საინტერესო აქტივობების მეშვეობით სკოლის მოსწავლეებში განვავრცოთ ცოდნა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ზემოთ ხსენებული მოსწავლეები გეგმად ვისახავთ, რომ განკუთვნილი ოთხი თვის განმავლობაში, რამდენიმე კლასის ჩართვით, სპეციალისტების მოწვევით, გასვლითი ღონისძიებების ჩატარებითა და საინტერესო მიკრო პროექტების შედგენით და ა.შ., ხაზი გავუსვათ კულტურის მნიშვნელობას, უნიკალურობას და ამავდროულად განვავრცოთ მისი დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობა და მეთოდები. პროექტის დასასრულს, თემატიკის შესაბიმისად შედგენილი სტატისტიკით განვსაზღვრავთ, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ჩვენი მცდელობები და მოლოდინი გვაქვს, რომ გეგმის თანახმად ამ მცირე დროში მოვახერხებთ კიდევაც ახალგაზრდების ინფორმირებას.
პროექტის შედეგი იქნება, რომ გამოვლინდება, როგორც პროექტის ორგანიზატორების შესაძლებლობები, ამავდროულად მთელი სკოლის მოსწავლეების. ბავშვებში ჩამოყალიბდება თანამშრომლობის, დაგეგმირების, ანალიზის უნარები და დამყარდება ახალი ურთიერთობები. მოკლევადიანი შედეგია, გარკვეულ კლასებში ინფორმაციის, კერძოდ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობისა და დაცვის შესახებ გავრცელება, თუმცა ეს შედეგიც საწყისი იქნება ამგვარი ღონისძიებებისა და პროექტების კონსისტენციის შესანარჩუნებლად, რომ კულტურის თემატიკა მუდმივად განიხილებოდეს მომავალ კლასებშიც.
პროექტისთვის საჭიროა სწრაფი ტემპი და კარგად გათვლილი ბიუჯეტი. იმდენად ბევრი და მეტნაკლებად რთულად განსახორციელებელი აქტივობები გვაქვს მოფიქრებული, როგორიცაა: მუზეუმების სტუმრობა, სპეციალისტების მოწვევა, კონკურსების ჩატარება და ა.შ ქმნის აუცილებლობას, რომ დროულად, ეფექტურად და ხარჯების გათვალისწინებით ვიმუშავოთ, რასაც შეიძლება პრობლემა არა, მაგრამ სირთულე ვუწოდოთ. ყველაზე დიდი ფაქტორი ალბათ მაინც ფინანსური საკითხია, სადაც ჩვენ არა მხოლოდ მოცემულ თანხას, არამედ ჩვენ სოციალურ უნარებსაც, კომუნიკაბელურობას ვენდობით, რომ გეგმა კარგად და შეძლებისდაგვარად ბიუჯეტურად წავმართოთ.
პროექტის მიზნის მისაღწევად მოვიფიქრეთ შემდეგი ღონისძიებები:
ჩამოთვლილი აქტივობები, რამდენიმე მოსწავლის ორგანიზებით შესრულდება სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ჩართვით, ამავდროულად სკოლაში არსებული თვითმმართველობისა და სხვადასხვა კლუბების მონაწილეობით.
პროექტისათვის საჭიროა საკანცელარიო ნივთები, ხოლო დანარჩენი თანხა დაეთმობა გასვლით ღონისძიებებსა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტების მოწვევას.
პროექტს დამოუკიდებლად ვაკეთებთ მე-100 სკოლის მოსწავლეები, საჭიროების შემთხვევაში პედაგოგების დახმარებით, თუმცა დანამდვილებით გვაქვს სურვილი სხვა სკოლებთან, მითუმეტეს სხვაენოვან სკოლებთან ვითანამშრომლოთ, ასევე კულტურული მემკვიდრეობის თემას კარგად გაცნობილი პირები მაგ. ლექტორები, მკვლევარები და ა.შ. პოტენციური პარტნიორები და მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას, დადებით გამოცდილებას და თუნდაც საინტერესო და სამახსოვრო ინტერაქციას.
პროექტით სარგებელს მიიღებს ყველა ვინც კი მონაწილეობას მიიღებს ერთ აქტივობაში მაინც, რადგან პროექტის მიზნის თანახმად თითოეული გამოცდილებაც კი უნდა იყოს საინტერესო და განმანათლებელი. პროექტში ორგანიზატორებისა ინიციატივითა და პედაგოგების ხელშეწყობით ჩაერთვება მეექვსედან მეთერთმეტე კლასების ჩათვლით, დაახლოებით იგულისხმება 400 ბავშვი. ამავდროულად თუ კი მოვახერხეთ სხვა სკოლებთან თანამშრომლობა, თითო სკოლიდან საშუალოდ 30 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. აქტიურობა და ჩართულობა კი განაპირობებს ცნობიერების ამაღლებას.
პედაგოგები - 15
მოსწავლეები - 400 (დაახლოებით)
(კონტაქტის დამყარების შემთხვევაში) სხვაენოვანი სკოლის მოსწავლეები - 30
პროექტის წარმატებით განხორციელებაში ყველაზე დიდი რისკია რომ, ვერ მოვახერხოთ ჩვენ სასურველ პირებთან/სკოლებთან თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, პროექტის დაწყებისთანავე ჩვენ ყურადღებით უნდა გადავხედოთ და ჩავინიშნოთ ამ სფეროში განსწავლული პირები, რომ ყოველთვის გვქონდეს რამდენიმე არჩევანი და წარმატების მაქსიმალური შანსი.
პროექტის დასრულების შემდეგ, დაფინანსების გარეშეც შესაძლებელია შეიქმნას მცირე კამპანია ან კლუბი, რომელიც ამ თემაზე კვლავ განაგრძობს მუშაობას და ცნობიერების ამაღლებას მომავალ კლასებში გაკვეთილების ჩატარების, პროექტების წარდგენის ან სხვა ბიუჯეტური აქტივობების განხორციელებით. შექმნილი პოსტერები, შემოქმედებითი პროდუქტები დარჩება სკოლას და შესაძლებელი იქნება მისი კვლავ გამოყენება ზემოთ ხსენებული კამპანიის/კლუბის მიერ. ვთვლით, რომ პროექტი სკოლისათვის იქნება ბიძგი და ისნპირაცია, რომ ამ თემაზე მეტმა დაიწყოს ან განაგრძოს აქტიურობა.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია.
კომენტარის დამატება