“მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” დაარსდა 2008 წელს და მისი მიზანია საქართველოში დაუცველი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად რესურსების და მომსახურებების უზრუნველყოფა. “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მიიჩნევს, რომ საზოგადოების ინიციატივებს გადამწყვეტი როლი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მათთან მომუშავე პირთათვის დახმარების მობილიზებასა და მხარდაჭერაში.