მიმდინარე საგრანტო კონკურსი ხორციელდება “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მიერ. ორგანიზაცია დაარსდა 2008 წელს და მისი მიზანია საქართველოში დაუცველი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად რესურსების და მომსახურებების უზრუნველყოფა. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახები ხშირად სიღარიბეში ცხოვრობენ. მათთვის არ არის საკმარისად ხელმისაწვდომი საჭრო მომსახურება და მხარდაჭერა. ისინი არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი საკუთარი უფლებების და შესაძლებლობების შესახებ. უფრო მეტიც, ისინი როგორც წესი არიან მსხვერპლნი მუდმივი სტიგმებისა, რაც ზღუდავს მათ კომფორტსა და ხელს უშლის საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას. აღნიშნული და სხვა კომპლექსური პრობლემების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფია საქართველოში.
“მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მიიჩნევს, რომ სკოლის მოსწავლეთა ინიციატივებს გადამწყვეტი როლი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მათთან მომუშავე პირთათვის დახმარების მობილიზებასა და მხარდაჭერაში. ეს საგრანტო კონკურსი სწორედაც რომ დაეხმარება ასოციაციას აღნიშნული მიზნების მიღწევაში.
ჩვენ ვაფინანსებთ განსაკუთრებულ და შემოქმედებით ინიციატივებს (პროექტებს), რომელიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციასა და მათზე მზრუნველ პირთა მხარდაჭერას.
მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი საპროექტო განაცხადები, რომლებიც მოიცავს მოსწავლეების ჩართულობას შემდეგ საკითხებში (მოცემული თემები არ არის ამომწურავი):
თუ თქვენ, თქვენს სკოლას, მოსწავლეს, პედაგოგს აქვს იდეა განახორციელოს მცირე საგრანტო პროექტი და ამისათვის უკვე გაქვთ გარკვეული რესურსი და იდეის პროექტად განვითარებისთვის ეძებთ დამატებით დაფინანსებას, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მცირე გრანტების კონკურსში.
წარმოდგენილი პროექტი უნდა უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციასა და მათზე მზრუნველ პირთა მხარდაჭერას. იფიქრეთ და იმსჯელეთ თქვენს მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, მოამზადეთ საპროექტო დოკუმენტები, შეასრულეთ სააპლიკაციო ფორმის მიერ მოთხოვნილი ყველა აუცილებელი პირობა რათა მოიპოვოთ დაფინანსება და განახორციელოთ ყველაზე შემოქმედებითი სასკოლო პროექტი. პროექტების შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგს:
შენიშვნა: პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებიც მორგებულია საქართველოს სოფლების საჭიროებებს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება:
მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროგრამაში მომავლის თაობა ჩართული პარტნიორი სკოლების პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს. იხილეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ამ ეტაპზე მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ქვეყნის მასშტაბით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას. ორგანიზაციების ჩამონათვალისა და საკონტაქტო ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული ...
მცირე გრანტების კონკურსის მნიშვნელოვანი ნაწილი თანამონაწილეობაა. ჩვენ დავაფინანსებთ პროექტის მთლიანი ღირებულების 30%, რაც არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, ხოლო დანარჩენი რესურსი, პროექტის მთლიანი ღირებულების 70% წარმოდეგნილი უნდა იყოს თანამონაწილეობით.
თანადაფინანსება/თანამონაწილეობა შეიძლება სხვადასხვა სახით წარმოადგინოთ. დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ და ამობეჭდეთ მცირე საგრანტო კონკურსის პირობები და მონაწილეობის მოთხოვნები.
საგრანტო პროექტები ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით, რომელში შესვლაც შეგიძლიათ მარცხენა ზედა კუთხეში განთავსებული „საიტზე შესვლა“ ღილაკზე დაწკაპუნებით. თითოეულმა მონაწილემ წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა "აპლიკაციის შევსება" ღილაკის დაჭერის საშუალებით. თუ გსურთ, დარეგისტრირების გარეშე წინასწარ გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმას, ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ნიმუში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიმუში ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე მოსამზადებლად.
საგრანტო სააპლიკაციო ფორმას თან ერთვის ოთხი დოკუმენტი. ქვემოთ მოცემულია მათი ჩამონათვალი და სპეციალურად მომზადებული ფორმები, რომლებიც უნდა ჩამოტვირთოთ და შევსებული ფორმა აუცილებლად ატვირთოთ თქვენს განაცხადთან ერთად:
1. პროექტის განხორციელების გეგმა
მას შემდეგ, რაც შეავასებთ სააპლიკაციო ფორმას და ატვირთავთ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს ონლაინ, თქვენს მიერ სპეციალურ ღილაკზე დაჭერით, განაცხადი გადაიგზავნება კომისიასთან შესაფასებლად. პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს მცირე გრანტების კომისია.