Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    "მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი - აქტიური სკოლის მოდელი"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    პროექტი მიმართულია სკოლაში მშობელთა დემოკრატიული მონაწილეობისთვის სასურველი გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად და მისაღწევად კონკრეტულკი სამოქმედო გეგმის შემუშავება-დანერგვისაკენ და ითვალისწინებს გამოკითხვების, სემინარებისა და ტრეინინგის ჩატარებას.
    კარგად გვესმის რომ „მშობელთა ჩართულობის სტრატეგიული გეგმის არსებობის და მისი სწორად განხორციელების შემთხვევაში მშობლები მეტად მობილიზებულები, მეტად მონდომებულები ხდებიან, რომ მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ცხოვრებაში. ამგვარი აქტივობები მათ იმის გაცნობიერებაში ეხმარება, რომ სკოლის თანასწორუფლებიანი პარტნიორები არიან და შესაბამისად მათ აქვთ პასუხისმგებლობები“.

    შესაბამისად პროექტის მიზანია სკოლის სამეურვეო საბჭოს, მშობლების, მოსწავლეთა სასკოლო თვითმმართველობის, მუნიციპალიტეტის, განათლების ადგილობრივი რესურსცენტრისა და ადგილობრივი გაზეთის წარმომადგენელთა ერთობლივ ტრეინინგზე შემუშავდეს
     სკოლასა და მშობლებს შორის ეფექტური ორმხრივი კომუნიკაციის;
     მშობელთა მოხალისეობის ხელშეწყობის;
     სკოლისა და თემის თანამშროლობის;
    მიღწევის მექანიზმები და ფორმები და შემუშავებული მეთოდიკის საერთო ძალისხმევით ცხოვრებაში გატარება;

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოსწავლის წარმატებას განაპირობებს მშობლის მიზნობრივი და გააზრებული მონაწილეობა სასწავლო პროცესში, სადაც მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აკადემი¬ური ქცევები, როგორებიცაა, თვითკონტ¬როლი, ჩართულობა და შესაბამისობა პო¬ზიტიური სასწავლო შედეგების მისაღებად.
    „მშობლებისა და სკოლის თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ისინი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, გახდებიან მოკავშირეები.“
    მანანა ჯინჭარაძე,
    განათლების დარგის ტრენერი და ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ თანადამფუძნებელი

    პედაგოგები, რომლებიც ხელს უწყობენ ოჯახისა და სკოლების პარტნიორობას, ორიენტირებულნი არიან მოსწავლეების აკადემიურ და მასთან დაკავშირებული ქცევების გაუმჯობესების მხარდაჭერაზე. ასეთ სკოლებში ორგანიზაციული კულტურისა და სასკოლო საზოგადოებასა და თემს შორის თანამშრომლობის მაღალი ხარისხია უზრუნველყოფილი (მაგ. ჰუვერ-დემპსის და სენდლერის მოდელი მშობლების ჩართულობის პროცესის შესახებ ადაპტირებულია Hoover-Dempsey & Sandler-იდან (2005), http://www.vanderbilt.edu/peabody/family-school/model.html.)

    მართალია, ამ მიმარ¬თულებით ჩატარებული კვლევების შე¬დეგები გვიჩვენებს სხვაობას სხვადასხვა ცვლადს, მათ შორის, ქალაქს, სოფელს, თუ სოციო-ეკონომიკურ სპექტრს შორის, თუმცა მოსწავლის წარმატება, ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც თვალსაჩინოა.
    მასწავლებლები და მშობლები, წარ¬მატებული კომუნიკაციის შემთხვევაში, არიან პარტნიორები, რომლებიც თანამშ¬რომლობენ მოსწავლეების სასწავლო ან სოციო-ემოციური თუ ქცევითი სირთულე¬ების მოსაგვარებლად. ეს არის მძლავრი, პრობლემის გადაჭრაზე მომართული ინტერვენცია, რომელიც აერთიანებს სკო¬ლებსა და ოჯახებს.
    განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ პროცესების მხარდაჭერის მნიშვნელობა თემის, სხვა საზოგადოებრივი ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.

    მდებარეობა რუკაზე
    +−
    +−
    Leaflet | © OpenStreetMap contributors
    • Khashuri

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      Nino Aleksidze
    • ქალაქი
      ხაშური
    • პროექტის ბიუჯეტი
      450 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...