პროექტის მიზანი გამომდინარეობს პრობლემიდან.პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებებით ვფიქრობთ, ამაღლდება მოქალაქეობრივი უფლება–მოვალეობისა და თვითშეგნების დონე.ამ მიზნით ჩვენი კლუბის "პრესტიჟის" წევრების ინიციატივით და მონაწილეობით მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები. კერძოდ– გაიმართება დისპუტი და დისკუსია საზოგადოებისთვის საჭირო თემებზე.მოსწავლე–ახალგაზრდობა და თემის წევრები მოიწვევენ რაიონის მოსამართლეს და გაიმართება გულახილი საუბარი,რაც კიდევ უფრო გაზრდის მოქალაქეობრიობის შესახებ სწორ და სამართლიან მიდგომას .ასეთი შეხვედრების შედეგად გვეყოლება უფრო ჯანსაღი საზოგადოება.კაფე–საღამო კი ერთგვარი შოუ იქნება,რომელიც XII კლასელებს კიდევ ერთხელ დააფიქრებს მომავალ ცხოვრებაზე,გარკვეულ დახმარებას გაუწევს რომ გახდნენ საზოგადოების აქტიური და სამართლიანი წევრები.
* ეკა ბერიძე, ლალი მელიქიძე – დისპუტი – აწყვიტის სკოლა – მარტის III და IV კვირა.
* ლია ივანიძე,მარი ბერიძე –––დისკუსია – აწყვიტის სკოლა
–აპრილის I და II კვირა
* ნიკა ბირჩაძე,კონსტანტინე დიასამიძე–სტუმართან შეხვედრა
–აწყვიტის სკოლა – აპრილის III და IV კვირა.
*თამთა ივანიძე––––––––––––––მრგვალი მაგიდა–საღამო––აწყვიტის სკოლა
–მაისის I და II კვირა.