პროეტის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ რა როლი აქვს სწორად შერჩეულ პროფესიას წარმატების მიღწევაში.მიზნის მისაღწევად ჩავატარებთ კვლევას, გამოიკვეთება პროფესიები, რომლებზეც მოსწავლეებმა შეაჩერეს არჩევანი, საჭიროებიდან გამომდინარე დავგეგმავთ და განვახორციელებთ შეხვედრებს ადამიანებთან, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს თავიანთ პროფესიაში, ვეწვევით პროფესიული განათლების ცენტრს, შევხვდებით ადგილობრივ მეწარმეს, გავეცნობით ადგილობრივი წარმოების გამოწვევებს, მივიღებთ პრაქტიკულ საქმიანობაში მონაწილეობას. დავესწრებით ლექცია-სემინარს ,,ქალები ტექნოლოგიაში", შევხვდებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. სასკოლო თემში გაიმართება ,,ორიენტაციის ფესტივალი", ესეების კონკურსი პროფესიების შესახებ, სახელწოდებით ,,რატომ ვირჩევ პროფესიად.." დავბეჭდავთ და დავარიგებთ სასკოლო თემში საინფორმაციო ბუკლეტებს, სადაც მოვუწოდებთ თანატოლებს დამოუკიდებლათ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილება პროფესიის არჩევისას.