პროექტის მიზანია მოსწავლეთათვის ინფორმაციის მიწოდება სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების, პროფესიებისა და შრომითი ბაზრის შესახებ.
სასოფლო-სამეურნეო პროფესიების, ოჯახური და ფერმერული მეურნეობის ორგანიზებისა და გაძღოლის მეთოდების გაცნობითა და გააზრებით განუვითარდეთ გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომ კარგად გააცნობიერონ საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები, სწორად შეარჩიონ პროფესია და თავად დაგეგმონ თავიანთი კარიერა. აქედანვე გამოიმუშაონ ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი, იგრძნონ და აიღონ პასუხიმგებლობა საკუთარ მომავალზე. პროფესიის გადაწყვეტილების სისწორეზე დიდად არის დამოკიდებული პიროვნების ცხოვრებისეული გზა. შრომითი საქმიანობით მიღებული კმაყოფილება ზრდის მოტივაციას და განაპირობებს პროფესიულ წარმატებებს.