პროექტის მიზანია ხელი შეეწყოს მოსწავლეების კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. პროექტს ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები დაეხმარება მოსწავლეებს შეეჩვიონ კანონის დაცვასა და შესრულებას. ამ მიზნის მისაღწევად სკოლაში მოსწავლეების მიერ ჩატარდება იმიტირებული სასამართლოები. სკოლაში შეიქმნება ,,სასამართლო სისტემა"-ორი პროკურორი, ორი მოსამართლე, ორი ადვოკატი და ნაფიცი მსაჯულები.მორიგე მასწავლებლები დააკვირდებიან მოსწავლეთა ქცევას.თუ მოსწავლე რამდენჯერმე შეიჩნევა კანონის დარღვევაში,(გაკვეთილზე არ შესვლა, დაგვიანება, კონფლიქტი მოსწავლეებთან)ამ შემთხვევაში მასწავლებელი აცნობებს სამოქალაქო კლუბს,კლუბი აცნობებს მოსწავლეს დაგეგმილი სასამართლოს შესახებ.სასამართლოზე კი ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლის გადაწყვეტილებით მიესჯება სასჯელი.(რაიმე კონკრეტული ადგილის დასუფთავება, რაიმე წიგნის ანოტაციის მომზადება რამდენიმე დღეში და ა.შ)