პროექტის მიზანია საგარეჯოს #1 საჯარო სკოლაში რადიოკვანძის მოწყობა, რომელიც ხელს შეუქყობსსკოლის თვითმმართველ ორგანოს, რათა თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩააბას სკოლის ცხოვრებაში.
წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაგეგმილია შემდეგი შედეგების მიღება:
1. სკოლას ექნება რადიოკვანძი.
2. რადიოკვანძი იმუშავებს ყოველ დღე, სამი გაკვეთილის შემდეგ 15 წუთიან დასვენებაზე. მოსწავლეების გაეცნობიან განცხადებებს, მოკლე ინფორმაციებს და რაც მთავარია მუსიკალური რგოლი მეშვეობით მოემზადებიან შემდეგი გაკვეთილისთვის.
3. რადიოკვანძის მეშვეობით მოსწავლეები უმოკლეს დროში მიიღებენ ინფორმაციას სიახლეების შესახებ, კერძოდ: კონკურსების, კონფერენციების, საგნობრივი ოლიმპიადების სხვადასხვა სასკოლო თუ სარაიონო ღონისძიებების შესახებ.
4.რადიოკვანძის მეშვეობიტ შეხვდებიან მოწვეულ სტუმარს, რომლისგანაც მიიღებენ პასუხს მათთვის საინტერესო კითხვებზე.
5. დაეცნობიან სკოლის თვითმმართველი ორგანოს მუშაობას.
6. კვირის ერთ დღეს, ხუთშაბათობით რადიოკვანძის ეთერი დაეთმობა თითოეულ კლასს და მათ მშობლებს, რომლებიც ისაუბრებენ ქვეყანაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, სპორტულ მიღწევებზე, კულტურის სიახლეებზე და სხვა. მშობელთა მონაწილეობა ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.
7. კლასებს შორის მოეწყობა კონკურსები საუკეთესო გადაცემის მოწყობაში, სადაც გამოვლინდება: საუკეთესო წავყვანი, მთხრობელი, ჟურნალისტი, პაროდია.
8. კონკურსის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული კლასი და მოსწავლე, რომლებიც სკოლის ადმინისტრაციის მიერ წლის ბოლოს დაჯილდოვდება უფასო ექსკურსიით.
9. ხელი შეეწყობა სკოლაში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსწავლეთა 80-90% გაუჩნდება სურვილი მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსებში, იმუშაონ წიგნზე და მიაღწიონ წარმატებას, გამოუმუშავდებათ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარი რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათ თვით დამკვიდრებასა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას.