პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ლუკა ხუციშვილი, დაბა სტეფანწმინდის #1 საჯარო სკოლის მე-10 კლასი
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2009-05-26
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ყაზბეგი, დაბა სტეფანწმინდა
მობილური ტელეფონი
551333023
ელექტრონული ფოსტა
Luka.khuts@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
პროექტის ხელმძღვანელი - ლუკა ხუციშვილი
ნატა ფიცხელაური სამოქალაქო განათლების პედაგოგი
სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა, არსებული პრობლემების უკეთ დანახვა, გაანალიზება, შესაბამისად დამუშავება და სწორად რეაგირება.
პროექტი „მოქალაქე და ტექნოლოგია“
გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებას სამოქალაქო განათლებაში. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც გამოიმუშავებენ იმ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რომლებიც სჭირდება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოციალური ცნობიერების ამაღლებას.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ უკეთ დაინახონ მიმდინარე პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს. ისწავლიან, როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სოციალური პრობლემების იდენტიფიცირებისთვის და ამ პრობლემების საზოგადოებაში წარდგენისთვის, ტექნოლოგიების დახმარებით მოსწავლეები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან სასკოლო და საზოგადოებრივ აქტივობებში. თავად აღბეჭდავენ სასკოლო საზოგადოების ცხოვრებას, სასკოლო ღონისძიებებს, მნიშვნელოვან მოვლენებს. შეძლებენ თავად გააშუქონ ის პრობლემები, რომელსაც წააწყდებიან თემში, იმუშავებენ ისეთ პროექტებზე, რომელიც სამოქალაქო განათლების და თემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
საგაკვეთილო პროცესში ხშირად არის თემები, რომელშიც საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, სადემონსტრაციოდ ვიდეო და ფოტო მასალის შეგროვება, პრეზენტაციების მომზადება და ამგვარად წარმოდგენა. სკოლას აქვს ინტერნეტთან წვდომა, კომპიუტერული ლაბორატორია, პროექტორი, თუმცა არ აქვს ფოტოაპარატი, რომლის საშუალებითაც მოხდება თემის ფარგლებში საჭირო ფოტო-ვიდეო მასალის შეგროვება. მოსწავლეები საკუთრი ტელეფონების საშუალებით ცდილობენ ზემოთხსენებულის აღბეჭდვას, თუმცა ხშირად პრობლემაა გადმოგზავნის, მასალის ხარისხის, ერთად თავმოყრის. მრავალი სასკოლო ღონისძიების აღბეჭდვა ხდება მშობლების და მასწავლებლების მობილური ტელეფონებით, შემდეგ სასკოლო ფოტოარქივისათვის ყოველთვის საჭიროა მრავალი მიმოწერა, მოძიება იმ ადამიანების ვინც იღებდა ღონისძიებას. ეს ყოველივე კი მოითხოვს საკმაოდ ბევრ ძალისხმევას და ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება მასალის სრულად შეგროვება.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
· მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება
· გაკვეთილები და ტექნოლოგიების შეძენისა თუ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
· სასკოლო კლუბის შექმნა « მოქალაქე და ტექნოლოგია»
· ტრენინგების სერია ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებისთვის - , მოსწავლეების , მშობლების სასკოლო საზოგადოებისათვის.
· ფეისბუქგვერდის შექმნა «მოქალაქე და ტექნოლოგია», გვერდზე განვათავსებთ პროექტის მიმდინარეობას, ინფორმაციებს ტექნოლოგიების შესახებ, წარმატების ისტორიებს და სხვა
· აქტიური მუშაობა თემებზე, ვიდეოების გადაღება, ფოტოები და კამპანიების შექმნა.
· საბოლოო პრეზენტაციები, დისკუსიები და შედეგების შეფასება.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
ფოტოაპარატი - რომელიც გამოყენებული იქნება მულტიმედიურ პროგრამებში მუშობისას (Canva, PowerPoint, iMovie, Google Slides), ასევე სოციალური მედიის პლატფორმებში (Facebook, Instagram, YouTube), ფოტო-ვიდეო არქივის შექმაში - პროექტის აქტივობების განხილვისთვის, სხვადასხვა სასკოლო აქტივობების სრულფასოვანი აღწერისათვის.
საკანცელარიო ნივთები - აქტივობებისათვის.
პროექტის პარტნიორები
სამოქალაქო განათლების მხარდამჭერი ორგანიზაციები - თემატური ტრენინგების ჩატარება (მაგ., სამოქალაქო უფლებები, მედია წიგნიერება).
ადგილობრივი საზოგადოება - მშობლები და თემის წარმომადგენლები.
პოტენციურ მხარდამჭერებად მოვიაზრებთ:
"სამოქალაქო განათლების ფონდი" (Civil Education Foundation).
"მედიის განვითარების ფონდი" (MDF).
ტექნოლოგიებზე ორიენტირებული NGO - ინოვაციური პლატფორმების, თამაშებისა და პროგრამების შექმნა.
USAID - სამოქალაქო განათლების და ტექნოლოგიების მხარდასაჭერად.
პარტნიორობა IT და სამოქალაქო განათლების სტუდენტებთან, რომლებიც მოხალისეობრივად ჩაერთვებიან ჩვენს პროექტებში.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
სკოლის მოსწავლეები -სასკოლო საზოგადოება, მშობლები, თემისთვის მნიშნელოვანი მასალის აღბეჭდვის შემთხვევაში – თემი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
საერთო რაოდენობა 230
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
1. მოსწავლეები (ძირითადი ბენეფიციარები) - 120
სკოლის მოსწავლეები (I-XII კლასები)
სსსმ 1 მოსწავლე (ტექნოლოგიები საშუალებას მისცემს მას სწავლაში თანაბრად ჩაერთოს (მაგ., ადაპტირებული პროგრამები და ხელსაწყოები).
2. მასწავლებლები - 40 ადამიანი
3.მშობლები - მათ ექნებათ შესაძლებლობა, უკეთ გააცნობიერონ სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა და მხარდაჭერა გაუწიონ შვილების სწავლებას. -20
4.ადგილობრივი თემი - ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობა დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივ პრობლემებზე მუშაობასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე.- 50
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
1. ტექნოლოგიური რისკები
ტექნიკის დაზიანება ან მოძველება; მოსწავლეებისა და მასწავლებლების ციფრული უნარების ნაკლებობა.
მიზეზი: არასაკმარისი ტექნიკური მხარდაჭერა ან ინფრასტრუქტურის დაბალი ხარისხი.
2. ადამიანური რესურსების რისკები
მასწავლებლების და სხვა მონაწილეების მოტივაციის ნაკლებობა ან პროექტის დატოვება.
მიზეზი: გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, დამატებითი პასუხისმგებლობები ან პროექტის მიმართ სკეპტიციზმი.
მართვა: საგანმანათლებლო სარგებლის კომუნიკაცია: მონაწილეთა მოტივაციის ამაღლება პროექტის მნიშვნელობის ახსნა-განმარტებით.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის მიზანია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგაც შეუნარჩუნებს მას ეფექტურობას და გრძელვადიან გავლენას.
1. პროექტის ფარგლებში შექმნილი სასკოლო კლუბი იმუშავებს იმ საჭიროებებზე, რაც სამოქალაქო და ტექნოლოგიების განათლების კუთხით საჭიროა იცოდნენ მოსწავლეებმა და პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას.
პროექტის დასრულების შემდგებ ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებისთვის გაგრძელდება ტრენინგების სერია მასწავლებლების, მოსწავლეების და სკოლის ადმინისტრაციის წევრებისთვის.
პროექტის ფარგლებში შექმნილი ფესიბუქ გვერდი «მოქალაქე და ტექნოლოგიები», სასკოლო კლუბის „მოქალაქე და ტექნოლოგიები» აქტივობები, ინიციატივები, სასწავლო რესურსები იქნება მუდმივად განახლებადი და გამოყენებადი. მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსები.
პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა, არსებული პრობლემების უკეთ დანახვა, გაანალიზება, შესაბამისად დამუშავება და სწორად რეაგირება.
თამარ მაისურაძე
დეკემბერი 6, 2024 | 7:08 pmაღნიშნულ პროექტს რეკომენდაციას ვუწევთ დასაფინანსებლად.