პროექტი მიზნად ისახავს არაგვისპირის სკოლაში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეებს მიეცემათ საკუთარი ნიჭის წარმოჩენისა და რეალიზაციის საშუალება, აიმაღლებენ სამოქალაქო ცნობიერებას, გამოიმუშავებენ ინტელექტუალური და კრიტიკული აზროვნების უნარს და განივითარებენ ყველა იმ აუცილებელ უნარ-ჩვევას, რომელიც მათ შემდგომ ინტეგრაციის პროცესში დაეხმარებათ.