Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

    • განაცხადის შევსება
    • გრანტებზე დაბრუნება
    • პროფილი
    • პროექტები
    • prev
    • next
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    საგრანტო კონკურსის შესახებ

    მცირე გრანტების კონკურსი ცხადდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მოსწავლეების ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ მონაწილეობას საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც მოიაზრება ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის სასიკეთო ინიციატივებში მათი მონაწილეობა.

    საგრანტო კონკურსის მიზანი

    USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებს, რომ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მოსწავლეების ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ მონაწილეობას საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც მოიაზრება ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის სასიკეთო ინიციატივებში მათი მონაწილეობა.

    საგრანტო კონკურსის პრიორიტეტი

    წარმოდგენილი პროექტებიდან უპირატესობა მიენიჭება შემდეგი ტიპის განაცხადებს:

    • საკონკურსო თემა შეესაბამება მოსწავლეთა ინტერესს და პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს;
    • პროექტები მოიცავს მოსწავლეთა მიერ ამა თუ იმ საკითხის შესახებ კვლევის წარმოებას, მათი ცოდნისა და საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას;
    • პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას კერძო სექტორთან, ადგილობრივ მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და ორიენტირებულია საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე; ასევე, მხარდაჭერილი იქნება ისეთი პროექტები, რომლებსაც ექნება მდგრადი შედეგი და გრანტის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც გააგრძელებს არსებობას;
    • პროექტის შედეგი არის კონკრეტული და გაზომვადი.

    შენიშვნა: პროექტის საქმიანობის დაგეგმვის დროს მხოლოდ ტრენინგების ჩატარებით ნუ შემოიფარგლებით.

    ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება
    • მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს
    • პროექტები ინიცირებული უნდა იყოს მოსწავლეების მიერ
    კონსულტაციები

    მცირე გრანტების პროექტების შემუშავება და, დაფინანსების შემთხვევაში, მათი განხორციელება მოხდება პროექტის წარმდგენი ჯგუფის თანამშრომლობით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან. ეს უკანასკნელი მიაწვდის პროექტზე მომუშავე ჯგუფს განაცხადის მოსამზადებლად საჭირო ინფორმაცია, დაეხმარება განაცხადის, ბიუჯეტისა და განხორციელების გეგმის მომზადებაში, აღმოუჩენს ტექნიკურ მხარდაჭერას ვებპორტალზე მუშაობის დროს და, საჭიროებისამებრ, გაუწევს სხვა სახის დახმარებას განაცხადის მომზადებისა და წარდგენის პროცესში. პარტნიორი ორგანიზაცია, ასევე, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან (ადგილობრივ მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, და ა.შ.) და დაეხმარება პროექტის განმახორციელებლებს სხვადასხვა მიმართულებით.

    მცირე საგრანტო კონკურსისთვის პრიორიტეტული თემები/ინიციატივები:

    1. ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა სამოქალაქო განათლებაში
    2. კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის პრევენცია
    3. ციფრული მოქალაქეობის დანერგვის ხელშეწყობა
    4. მშობელთა ციფრული ცნობიერების ამაღლება
    5. საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა
    6. ახალგაზრდების მიერ ადგილობრივი პრობლემების მოგვარება სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობით (ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, კერძო სექტორი და ა.შ.)
    7. საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარება კერძო სექტორთან თანამშრომლობით
    8. პროფესიული ორიენტაციიის ხელშეწყობა მოსწავლეებში
    9. ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში წვლილის შეტანა მოსწავლეთა მიერ, მათ შორის, დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა, მოსწავლეთა ინიციატივები კლიმატის ცვლილებების შესახებ და სხვა
    10. დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მასთან ბრძოლა
    11. მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ (მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე და სხვა)
    12. ახალგაზრდების მიერ ადამიანის უფლებების დაცვა
    13. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    14. ახალგაზრდების ინიციატივები ძალადობის წინააღმდეგ (ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ა.შ.)
    15. ადრეული ქორწინების პრევენცია
    16. ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტების ხელშეწყობა (სოციალური მეწარმეობის განვითარება მოსწავლეთა მიერ)
    17. თანატოლთა შორის ძალადობის პრევენცია მოსწავლეების მიერ
    18. მოსწავლეთა ინიციატივები ტრეფიკინგის პრევენციისთვის
    19. საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი დახმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
    20. შრომის უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
    21. საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    22. სოფლის/ქალაქის ისტორიის, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
    23. სურსათის უვნებლობაზე ცნობიერების ამაღლება
    24. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა დაავადებისა და მათი პრევენციის შესახებ (აივ ინფექცია, შიდსი, დიაბეტი, ჰეპატიტი და ა.შ.)
    25. ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება ახალგაზრდებში.
    გრანტის პირობები

    თითოეულ რეგიონში მცირე გრანტები გაიცემა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ადგილობრივი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები, პროექტის ავტორებთან ერთად, უზრუნველყოფენ თანხის მიზნობრივ ხარჯვას, დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, და დაეხმარებიან გრანტის მიმღებ ჯგუფებს პროგრამული და ფინანსური ანგარიშების წარმოდგენაში.

    კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება, მინიმუმ, 1 და, მაქსიმუმ, 4 თვის ხანგრძლივობის პროექტები.

    გრანტის მაქსიმალური ოდენობა არის 450 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

    დასაშვები ხარჯები, რომლებიც გრანტით დაფინანსებას ექვემდებარება:

    • პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი დანადგარების, ხელსაწყოების, ტექნიკის, და ინვენტარის შეძენა;
    • პროექტით გათვალისწინებული ბროშურების, საინფორმაციო მასალებისა და სხვა სახის გამოცემების დასაბეჭდად საჭირო ხარჯები;
    • საკომუნიკაციო ხარჯები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პროექტის განხორციელებასთან;
    • ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები;
    • პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებ(ებ)ის გამართვასთან დაკავშირებული თანხები.

    ხარჯები, რომლებიც გრანტით დაფინანსებას არ ექვემდებარება:

    • პროექტის მონაწილეთა შრომის ანაზღაურება: ხელფასი ან/და ჰონორარი (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მოწვეული სპეციალისტები);
    • კომუნალური გადასახადები და ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ უკავშირდება პროექტის მიზნებს;
    • მედიკამენტების შეძენის ხარჯები;
    • წვეულებასთან დაკავშირებული ხარჯები (ალკოჰოლის შესყიდვა);
    • არამიზნობრივი შეხვედრებისათვის საჭირო თანხები;
    • მშენებლობა ან ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურული საქმიანობა. მშენებლობა ასევე გულისხმობს სარემონტო სამუშაოებს, რეკონსტრუქციას, გადაკეთებისა და აღდგენის ხარჯებს.
    სააპლიკაციო ფორმის შევსება

    მცირე გრანტების პროგრამა წარმოადგენს ღია და თანასწორუფლებიან კონკურსს და უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს გრანტების მოსაპოვებლად დაინტერესებული განმცხადებლებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები.  მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ონლაინ საგრანტო ინტერნეტპორტალზე www.initiatives.ge დარეგისტრირება, საგრანტო განაცხადის შევსება, ბიუჯეტისა და განხორციელების გეგმის შედგენა, და ატვირთვა სისტემაში. მცირე გრანტის იდეის დამუშავებასთან და მის შევსებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებს თქვენს რეგიონებში (იხილეთ პარტნიორი ორგანიზაციების ჩამონათვალი აქ).

    შენიშვნა: ტექნოლოგიური ინიციატივების თემაზე საგრანტო განაცხადის შემოტანისას USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნოლოგიური ტრენინგის კურსდამთავრებულებმა პორტალზე მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად, უნდა ატვირთონ ტრენინგის წარმატებით დასრულების სერტიფიკატიც. 

    საგრანტო კონკურსი დასრულებულია!
    დონორი
    USAID
    დეტალები
    • საგრანტო კონკურსის დაწყების თარიღი
      2024-10-28
    • საგრანტო აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა
      2024-12-01
    სტატისტიკა
    • დაშვებული აპლიკაციების რაოდენობა
      შეუზღუდავი
    • სულ გაცემული თანხის ჯამი
      0$
    საკონკურსო თემა
    • სამოქალაქო განათლება
    IDS
    5334 390
    დანართი
    • danarti-2_-samoqmedo-gegma.xlsx ნახვა
    • mtsire-grantebi_regionuli-sakontaqto-informatsia.xlsx ნახვა
    • danarti-1_biujeti-1.xlsx ნახვა
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...