პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
მარიამ ტოკლიკიშვილი , მე-11 კლასის მოსწავლე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2008-08-17
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ქ. დედოფლისწყარო, სკოლის ქ. 10
მობილური ტელეფონი
599319496
ელექტრონული ფოსტა
mariamtoklikishvili200817@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
მარიამ ტოკლიკიშვილი - პროექტის ხელმძღვანელი;
ანანო გიგაური - პროექტის თანაორგანიზატორი;
სალომე თარხნიშვილი - მოხალისე ფასილიტატორი;
მარიანა ბეზრუკი - მოხალისე ფასილიტატორი;
მაია ლაპიაშვილი - მენტორი
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
500
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
ჩქვენი პროექტის ძირითადი მიზნებია:
1. სრულფასოვანი არაფორმალური განათლების შესაძლებლობების უზრუნველყოფა დედოფლისწყაროს 6-10 წლის ბავშვებისთვის;
2. ბავშვების ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარება;
3. ბავშვებში ინგლისური ენის, ხატვის, მეცნიერების, სამოქალაქო განათლების და საყოფაცხოვრებო საბაზისო ცოდნისა (ხელსაქმის) და სხვა უნრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის განხორციელების შედეგად:
დედოფლისწყაროს 30+ ბავშვი მიიღებს უფასო და ხარისხიან არაფორმალურ განათლებას კვირაში ერთხელ;
ბავშვებს განუვითარდებათ ინგლისური ენის, საყოფაცხოვრებო საქმიანობის, ხატვისა და მეცნიერების საფუძვლები, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები;
ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას და განივითარებენ კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას;
ადგილობრივი თემის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შვილებისთვის ხარისხიანი არაფორმალური განათლებით;
გაიზრდება ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობაში.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
ჩქვენს თემში, დედოლფისწყაროში, არ არსებობს არაფორმალური განათლების საშუალებები სკოლამდელი და სკოლის დაწყებითი საფეხურის ასაკის ბავშვებისთვის. ეს ზრდის მოსწავლეთა თვითრეალიზაციის პრობლემებს და ზღუდავს ბავშვებისთვის ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების განვითარების შესაძლებლობებს. ბავშვებს აქვთ დაბალი მოტივაცია, ჩართულობა და ვერ წარმოაჩენენ სრულად საკუთარ მისწრაფებებსა და უნარებს. ჩვენი პროექტი კი სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს და დააკმაყოფილებს ადგილობრივი თემის დაკვეთას და ინტერესებს.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1. საკვირაო სკოლის მოწყობა - ინფრასტრუქტურის საჭირო ინვენტარითა და ტექნოლოგიებით აღჭურვა-უზრუნველყოფა. სამოქმედო გეგმის შემუშავება;
2. ადგილობრივ თემში ინფრორმაციის გავრცელება, რეგისტრაციის გამოცხადება და წარმოება;
3. ღია კარის დღის მოწყობა, ჯგუფების დაკომპლექტება და განრიგის შექმნა;
4. გაკვეთილების, აქტივობების, ვორქშოპების ჩატარება - პროექტის ჯგუფის წევრების მიერ:
- ინგლისური ენა თამაშით
- ქსოვა
- კულინარია
- მეცნიერება
- ხატვა
- არაფორმალური აქტივობები.
5. შედეგების პრეზენტაცია და გამოფენა;
6. სოციალურ მედიაში გვერდის შექმნა და მიმდინარე საქმიანობების გაშუქება
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
- მარკერის დაფა - 2
- ფლიპ-ჩარტები (5 შეკვრა)
- ძაფები, ყაისნაღები
- გუაშები, პლასტილინები, საძერწი დაფები, ფუნჯები, ფერადი ფანქრები, მარკერები, თაბახის ფურცლები, ჭიკარტები, ფერადი თაბახის ფურცლები, მაკრატლები, წებო, წებოვანი ქაღალდი
- სტელაჟები
- დაბალი საკონფერენციო ტიპის მაგიდა (1 ც) და პლასტმასის სკამები (15 ც)
პროექტის პარტნიორები
ყვარლის ევროატლანტიკური ცენტრი - კონსულტირება, აქტივობებში თანამონაწილეობა.
სათემო ორგანიზაცია "ლელი"- კონსულტირება
დედოფლისწყაროს საჯარო სკოლები - ინფორმაციის გავრცელებაში და პრეზენტაციებში ხელშეწყობა
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პირდაპირი ბენეფიციარები - 6 - 10 წლის ბავშვები (30 ბავშვი)
სარგებლის ხასიათი:
ბავშვები მიიღებენ ხარისხიან არაფორმალურ განათლებას უფასოდ;
განავითარებენ ინგლისურის, ხატვისა და მეცნიერების საბაზისო ცოდნას;
გაუღრმავდებათ ცოდნა და გაიზრდება მათი შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები;
აქტიურად ჩაერთვებიან სასწავლო და გასართობ აქტივობებში;
გაუჩნდებათ ახალი მეგობრები და დაიწყებენ სოციალური უნარების განვითარებას.
მშობლები, როგორც პროექტის ბენეფიციარები (50-60)
მშობლებისთვის ეს იქნება ხელმისაწვდომი და ხარისხიანი არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისი, რომელსაც ვერ იღებდნენ ადრე თავიანთ თემში;
გათავისუფლდებიან ზრუნვის ტვირთისგან შაბათ-კვირის განმავლობაში და ექნებათ დამატებითი თავისუფალი დრო;
აღმოუჩნდებათ მხარდაჭერა ბავშვების განვითარებაში და აღზრდაში;
გაუჩნდებათ დამატებითი სოციალური კავშირები სხვა მშობლებთან
ირიბი ბენეფიციარები - ადგილობრივი საზოგადოება
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
6-10 წლის მოსწავლეები - 30+;
მათი მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები - 50+;
ადგილობრივი თემის წარმომადგენლები - 50.
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
რისკები და მათი შემცირების კონკრეტულ გზები:
1. ადგილობრივი საზოგადოების ნდობის გაზრდის სტრატეგიები:
- გამჭვირვალე საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება თემის წევრებთან
- რეგულარული საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება
- თემის წარმომადგენლების აქტიური ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
- მშობლებისთვის საინფორმაციო კამპანიების გატარება
2. ფინანსური რისკების მართვა:
- დეტალური ბიუჯეტის შედგენა და მუდმივი მონიტორინგი
- ფინანსური რეზერვის შექმნა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის
3. ოპერაციული რისკების შემცირება:
- ინსტრუქტორების გადამზადების პროგრამების შემუშავება
- პოტენციური კადრების ბაზის შექმნა
- მოხალისეთა მოტივაციის სისტემის დანერგვა
4. სასწავლო რესურსების გაუმჯობესება:
- ონლაინ რესურსების გამოყენება
- ადგილობრივი ორგანიზაციებისგან რესურსების სესხება
5. ორგანიზაციული რისკების მართვა:
- დეტალური ლოჯისტიკური გეგმის შედგენა
- კომუნალური ხარჯების ოპტიმიზაცია
- რეზერვული გეგმის მომზადება გაუთვალისწინებელ სიტუაციებში
6. უსაფრთხოების გაძლიერება:
- უსაფრთხოების წესების მკაცრი რეგლამენტაცია
7. შეფასებისა და მონიტორინგის გაუმჯობესება:
- სტანდარტიზებული შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება
- რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორების განსაზღვრა
- რეგულარული შუალედური შეფასებების ჩატარება
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის დასრულების შემდეგ გარდავქმნით საკვირაო სკოლას საზაფხულო სკოლად.
მოვიძიებთ დამატებით გრანტებს და დაფინანსების წყაროებს საზაფხულო სკოლის გასაფართოებლად და შევქმნით ფასიან სერვისებს;
შევიმუშავებთ სამომავლო ბიუჯეტს, რომელიც გაითვალისწინებს საზაფხულო სკოლის ღირებულებას და სავალდებულო გადასახადებს;
დავიწყებთ მცირე საფასურის აკრეფას მოსწავლეთა რეგისტრაციისას, რაც დაამატებს შემოსავალს
დავაბალანსებთ მოხალისეთა და ანაზღაურებადი თანამშრომლების თანაფარდობას
შევქმნით წახალისების სისტემას, რათა შევინარჩუნოთ კვალიფიციური კადრები
გვექნება სტაბილური და გრძელვადიანი სასწავლო სივრცე, შევიძენთ მდგრად სასწავლო მასალებს და აღჭურვილობას.
ავამაღლებთ ტექნოლოგიური მზადყოფნა დისტანციური სწავლების გამოყენებისთვის.
შევქმნით მკაფიო მმართველობით და ანგარიშვალდებულების სტრუქტურას და
უზრუნველვყოფთ სამართლებრივად მყარ საფუძველს სკოლის ფუნქციონირებისთვის.
გავაფორმებთ გრძელვადიან ხელშეკრულებებს პარტნიორ ორგანიზაციებთან.
ჩვენი პროექტის მთავარი იდეაა სოციალური საწარმოს დაარსება - დედოფლისწყაროს სკოლების 6-10 წლის მოსწავლეებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცის მოწყობა - საკვირაო სკოლის სახით. ჩვენ ვთავაზობთ შემეცნებით და სახალისო აქტივობებს: ინგლისური ენა თამაშით, ხელსაქმე (ქსოვა, კულინარია), მეცნიერება, სამაგიდო თამაშები, სპორტული აქტივობები და სხვ.
Tina Sibasvili
დეკემბერი 4, 2024 | 3:37 pmპროექტი იმსახურებს დაფინანსებას. საჭიროა ბიუჯეტის მცირე კორექტირება