პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
გვანცა მეზვრიშვილი, მოსწავლე.
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2008-05-15
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
დუშეთის რაიონი,სოფელი მაღაროსკარი.
მობილური ტელეფონი
577676678
ელექტრონული ფოსტა
Mezvrishviligvantsa51@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
გვანცა მეზვრიშვილი, ნათია ცქიფაშვილი, სარედაქციო ჯგუფი-მოსწავლეები, სამოქალაქო კლუბის წევრები.
სამოქალაქო განათლების პედაგოგი,ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
მაღაროსკარის თემის მოსახლეობის ინფორმირება გაზეთის ‘ჩვენი ფშავი”-ს საშუალებით;
ადგილობრივი თემის მოსახლეობას არ მიეწოდება თემში არსებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია, გაზეთ "ჩვენი ფშავის" საშუალებით მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას თემში არსებული პრობლემების, მიღწევების, ახალი ამბების, წარმატების ისტორიების (მოსწავლე/ახალგაზრდების, ქალების, თემის მოსახლეობის) და სხვა სიახლეების შესახებ.
მოსალოდნელი შედეგები
მაღაროსკარის თემი ყოველ თვე მიიღებს ინფორმაციას თემში არსებულ სხვასხვა საკითხებზე. მოსწავლეები მიიღებენ გუნდური მუშაობის გამოცდილებას, შეიძენენ კომუნიკაციის, სხვადასხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობის, ინტერვიუს აღების, წერილის წერის, პრობლემების მოძიების/გამოკვეთის და სხვა უნარჩვევებს. ისინი გახდებიან საზოგადებისათვის საჭირო ადამიანები.
(გაზეთს გამოუშვეენ სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები, მათ დაეხმარება სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი).
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
მოსახლეობაში ვრცელდება გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ის არაა სრულყოფილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი, რის გამოც სოფლის მცხოვრებლები განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას, ეს კი უარყოფითად მოქმედებს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაზე. სათემო გაზეთი კი ხელს შეუწყობს თემის ,როგორც სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას და მის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გაზეთის გამოშვება ხელს შეუწყობს იმ პრობლემის გადაჭრას, რაც ითვალისწინებს იმას, რომ არაა ინფორმაციის წვდომა ისეთ საკითხებზე,როგორიცაა: ახალგაზრდების და მოსწავლეთა წარმატებები სპორტში, პროექტებში და ოლიმპიადებზე. ასევე ნაკლებია ინფორმაცია სამთავრობო, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა პროგრამების, სასწავლო პროგრამების, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, დაგეგმილი ტრენინგების, ფესტივალების და სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ.
საბოლოოდ, გაზეთის გამოშვება ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს, რასაც ინფორმირებულობის ნაკლებობა ჰქვია.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1. მოსწავლეების მიერ სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება.
2. საჭირო ინვენტარის საშუალებების შეძენა.
3.ონლაინ და პირისპირ ტრენინგები მოსწავლეების (ინტერვიუს აღების, სტატიის წერის, ფოტოსურათების გადაღების და სხვა უნარებზე)
4.კვლევის ჩატარება მოსახლეობის აზრის გასაგებად ადგილობრივი გაზეთის გამოშვებასთან დაკავშირებით, თემში არსებულ პრობლემებზე და საჭიროებებზე.
5.კვლების შედეგების შეჯამება.
6. პირველი ინტერვიუს აღება, დამუშავება.
7. ნიჭიერი მოსწავლე/ახალგაზრდების შემოქმედების მოკვლევა გაზეთში გასაშუქებლად,წარმატების ისტორიები,
8. გაზეთის დაბეჭვდა სკოლაში არსებული, პროექტის ფარგლებში შეძენილი რესურსით ( გაზეთს გამოვცემთ თვეში ერთხელ A3 ფორმატის 8 გვერდი, 100 ცალი. გავრცელდება მაღაროსკარის თემის 10 სოფელში, მაღაროსკარის თემის სკოლებში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, მიეწოდება ადგილობრივ ხელისუფლებას.
გაზეთში დაიბეჭდება სხვადასხვა წერილები, კვლევები, იქნება საუბარი თემის პრობლემებზე, მისი გადაჭრის ხელშეწყობაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე ადგილობრივი პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შესახებ. გაზეთის გვერდი ასევე დაეთმობა შემოქმედების გაშუქებას, დაიბეჭდება მოსწავლეთა ლექსები, ნახატები და წერილები, ახალგაზრდები აიღებენ ინტერვიუებს უფროსი თაობისაგან საინტერესო ისტორიებზე, ტრადიციებზე, გააშუქებენ წარმატებული ადამიანების ისტორიებს, ახალგაზრდების აქტივობებს)
9. სოციალურ ქსელში-ფეისბუქგვერზე განთავსდება პროექტის მიმდინარეობა, გაზეთის ყველა ნომრის ელექტრონული ვერსია
10. გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც მოვიწვევთ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციას, თემის წარმომადგენლებს, დუშეთის ახალგაზრდულ ცენტრს და ახალგაზრდულ საბჭოს, მშობლებს, სასკოლო საზოგადოებას, ადგილობრივ ხელისუფლებას.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
პრინტერი,
საკანცელარიო ნივთები,
კარტრიჯი
ფოტოაპარატი
ტრენერის ჰონორარი
პროექტის პარტნიორები
მაღაროსკარის თემის მოსახლეობა, საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები, მაღაროსკარის საჯარო სკოლა.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
მაღაროსკარის თემის 10 სოფლის მოსახლეობა, სასკოლო საზოგადოება, მშობლები, მოსწავლეები
საერთო რაოდენობა -260
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მოსწავლეები- 40 , მშობლები -20, მაღაროსკარის თემის სოფლების მოსახლეობა -200
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
გარემო პირობები, პანდემია,
მოსწავლეთა პასიურობა - რომელსაც დავძლევთ მათთან აქტიური კომუნიკაციით, პროექტში მათი ჩართულობით
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტი განხორციელების ვადების ამოწურვის შემდეგ, გაზეთის გამოცემა გაგრძელდება, რადგან გაზეთი იქნება ერთადერთი საინფორმაციო საშუალება. მისი გამოშვება მნიშვნელოვანია, მოსახლეობისათვის და ასევე თემის განვითარებისთვის, გააქტიურებისათვის. მოსახლეობის ხმა, პრობლემები და ასევე წარმატებები უფრო მეტად გავრცელდება. გაზეთი დაიბეჭდება თვეში ერთხელ.
პროექტის დასრულების შემდგომ გაგრძელდება სოციალურ ქსელში-ფეისბუქგვერზე გაზეთის «ჩვენი ფშავი»-ს ყველა ნომრის ელექტრონული ვერსიის განთავსება.
ჩვენი საქმიანობა ცნობილი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს მოვიძიოთ დაფინანსება გაზეთის შემდეგი გამოცემისთვის, გაფართოებისათვის, საჭირო მასალების, ტექნიკის შესაძენად.
გაზეთის გამოცემა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების გააქტიურებას.
თამარ მაისურაძე
დეკემბერი 8, 2024 | 10:31 pmაღნიშნულ პროექტს რეკომენდაციას ვუწევთ დასაფინანსებლად.