Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    პროფორიენტაციული განათლების ხელშეწყობა

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      გიორგი დოხტურიშვილი
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      გიორგი დოხტურიშვილი. მე-8 კლასის მოსწავლე.
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2011-06-22
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      გარდაბანი,სოფელი სართიჭალა
    • მობილური ტელეფონი
      511105637
    • ელექტრონული ფოსტა
      dokhturishviligiorgi11@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      3 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      1. პროფორიენტაციული განათლების ცნობიერების ამაღლების კუთხით მოხალისე მასწავლებლის ნინო სამხარაულის მიერ ,რომელიც 2017  წლიდან  თემში აქტიურად  ეწევა პროფორიენტაციული განათლების აქტუალიზებას და ხელშეწყობას,  დისტანციურად (ონლაინ პლატფორმის გამოყენებით) ჩაატარებს  საინფორმაციო ტიპის სემინარს,სადაც სართიჭალის N1,სართიჭალის N3 და სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმაციას, ასევე, გაეცნობიან საწარმოებს, სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებს, რომლებიც  აკრედიტირებულია და ახორციელებენ სასწავლო და პროფესიული მიზნების კუთხით მოსწავლეთა მისაღებად. პასუხისმგებელი პირები:  მოხალისე მასწავლებელი- ნინო სამხარაული.

      2. სართიჭალის N1,N3 და მუღანლოს საჯარო სკოლების მოსწავლეთა ვიზიტი სხვადასხვა საწარმოში, უმაღლეს და პროფესიულ  სასწავლებლებში. პასუხისმგებელი პირები: მოხალისე  მასწავლებელი -ნინო სამხარაული; მე-11 კლასის მოსწავლეები: ბარბარე ფეიქრიშვილი და სოფიო აჯალოვა. მე-8 კლასის მოსწავლე: გიორგი დოხტურიშვილი.

      3. სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებსა და საწარმოებში განხორციელებული ვიზიტების ამსახველი  ვიდეო- რგოლების დამზადება და გაზიარება სასკოლო თემში,სკოლების  ფეისბუქ გვერდზე და სოციალურ ქსელში შექმნილ მესენჯერის ჯგუფებში.  პასუხისმგებელი პირები: მე-11 კლასის მოსწავლეები: ბარბარე ფეიქრიშვილი,სოფია აჯალოვა; მე-8 კლასის მოსწავლე- გიორგი დოხტურიშვილი.

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      მასმედია
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტი "პროფორიენტაციული განათლების ხელშეწყობა" მიზანია საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა  ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება პროფორიენტაციული განათლების შესახებ, რათა მოზარდებმა  უკეთესად შეძლონ საკუთარი, მომავალი ცხოვრების დაკავშირება იმ პროფესიებთან, რომელიც ნამდვილად სურთ.

      1. პროფორიენტაციული განათლების ცნობიერების ამაღლების კუთხით დისტანციურად(ონლაინ პლატფორმის გამოყენებით) ჩატარდება საინფორმაციო ტიპის სემინარი,სადაც სართიჭალის N1,სართიჭალის N3 და სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმაციას, ასევე, გაეცნობიან საწარმოებს, სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებს, რომლებიც  აკრედიტირებულია და ახორციელებენ სასწავლო და პროფესიული მიზნების კუთხით მოსწავლეთა მისაღებად. პასუხისმგებელი პირები: ქიმიის მასწავლებელი- ნინო სამხარაული.

      2. სართიჭალის N1,N3 და მუღანლოს საჯარო სკოლების მოსწავლეთა ვიზიტი სხვადასხვა საწარმოში, უმაღლეს და პროფესიულ  სასწავლებლებში. პასუხისმგებელი პირები: მოხალისე ქიმიის მასწავლებელი -ნინო სამხარაული და მე-11 კლასის მოსწავლეები: ბარბარე ფეიქრიშვილი და სოფიო აჯალოვა. მე-8 კლასის მოსწავლე: გიორგი დოხტურიშვილი.

      3. სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებსა და საწარმოებში განხორციელებული ვიზიტების ამსახველი  ვიდეო- რგოლების დამზადება და გაზიარება სასკოლო თემში,სკოლების  ფეისბუქ გვერდზე და სოციალურ ქსელში შექმნილ მესენჯერის ჯგუფებში.  პასუხისმგებელი პირები: მე-11 კლასის მოსწავლეები: ბარბარე ფეიქრიშვილი,სოფია აჯალოვა და მე-8 კლასის მოსწავლე- გიორგი დოხტურიშვილი.

    • მოსალოდნელი შედეგები

      არაფორმალური გასვლითი  ვიზიტებით, სხვადასხვა საწარმოსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში,  ხელი შეეწყობა მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესის გაღვიძებას, იმ უნარების, შესაძლებლობების, ძირითადი პიროვნული მახასიათებლების, პროფესიებთან შესატყვისი ფსიქოტიპების აღმოჩენასა და განვითარებას, რომელიც აუცილებელია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ახალგაზრდა თაობის აღზრდა-ჩამოყალიბებისთვის. ზემოაღნიშნული  პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებაში და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის სწორად გააზრებაში, რაც საბოოლოოდ მოგცემს თაობას, რომლებიც სწორი არჩევანის მიღების გზითა და სწორად არჩეული პროფესიით  ჩამოყალიბდებიან  პროფესიონალებად. დასაქმების შემთხვევაში კი შეძლებენ საკუთარი საქმის ხარისხიანად და ჯეროვნად შესრულებას.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      შრომის ბაზრის მობილურობის გაზრდა, გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს როგორც პროფესიული მომზადების, ისე პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემას. მოზარდ თაობას უჭირს მომავალი პროფესიის არჩევასთან, კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, თანამედროვე სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირება. დღეისათვის, საქართველოში, სკოლის მოსწავლეთათვის, განსაკუთრებით სწავლების საშუალო საფეხურზე, პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღება მომავალი პროფესიის არჩევის თაობაზე. მოსწავლეები სათანადოდ ვერ აფასებენ პროფესიას და გადაწყვეტილებას იღებენ ისეთ ფაქტორზე დაყრდნობით, როგორიცაა: სტერეოტიპები, ანაზღაურება, პრესტიჟულობა, გავრცელებული შეხედულებები და სხვა, რაც, საბოლოოდ, არაკვალიფიციური, შესაბამისი ცოდნის, უნარების, პიროვნული მახასიათებლებისა და კომპეტენციის არმქონე კადრების სიჭარბეს განაპირობებს. ყოველივე ეს კი უარყოფითად ისახება ახალგაზრდების დასაქმებასა და უმუშევრობაზე. აღნიშნული მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, არასრულყოფილია საკონსულტაციო სერვისები და მწირია საკონსულტაციო ინსტრუმენტები. გარდა ამისა, გარკვეული ღონისძიებებია გასატარებული მშობელთა ინფორმირებულობის კუთხითაც. იმის გასარკვევად თუ რა ხდება  ამ მხრივ სოფელ სართიჭალის  საჯარო სკოლების  საშუალო საფეხურის მოსწავლეებში, ქიმიის კლუბის მოსწავლეებმა აწარმოეს რაოდენობრივი გამოკითხვა პროფორიენტაციული განათლების ცნობადობის მიმართულებით. გამოიკითხა საშუალო საფეხურის 70-მდე მოსწავლე. კვლევის შედეგების დამუშავებით გამოიკვეთა რომ გამოკითხულ  მოსწავლეთა 90%-ს უჭირს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და პროფესიის  შერჩევა, რის მიზეზადაც ნაკლებ ინფორმირებულობასა და ცნობადობას ასახელებენ პროფესიული განათლებისა და პროფესიული სასწავლებლების  კუთხით.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      1. პროფორიენტაციული განათლების ხელშეწყობის მიზნით დისტანციურად ჩატარდება საინფორმაციო ტიპის სემინარი,სადაც სართიჭალის N1, სართიჭალის N3 და მუღანლოს საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმაციას, ასევე, გაეცნობიან სხვადასხვა საწარმოებს,მათ მუშაობის სპეციფიკას   და სხვადასხვა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს, რომლებიც  აკრედიტირებულია და ახორციელებს  სასწავლო მიზნების კუთხით მოსწავლეთა მისაღებად. პასუხისმგებელი პირები: ქიმიის მოხალისე  მასწავლებელი- ნინო სამხარაული.

      2. სოფელ სართიჭალის N1, სართიჭალის N3 და სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ვიზიტი სხვადასხვა საწარმოში/უმაღლეს და პროფესიულ  სასწავლებლებში.

      მაგალითად: 1.  ვიზიტი შ.პ.ს "ბარამბო"-ს შოკოლადისა და ტკბილეულის საწარმოში, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან წარმოების თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებს, პროდუქციის ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და ნედლეულის ხარისხის შემოწმების ეტაპებს.ასევე გაეცნობიან საწარმოში უსაფრთხოების ნორმებსა და წესებს, გაეცნობიან  წარმოებული პროდუქციის შენახვის პირობებს. საწარმოს კომპეტენტური თანამშრომლებისაგან მიიღებენ რეკომენდაციებს მსგავსი ტიპის საწარმოში დასაქმებისა და პროფესიის  შესახებ.

      2. ვიზიტი ფარმაცევტულ  საწარმო "ავერსი-რაციონალში", რომელიც ახორციელებს უმაღლესი ხარისხის,უსაფრთხო და ეფექტურ 200-მდე დასახელების პროდუქციას. მოსწავლეები აღნიშნულ საწარმოში ვიზიტისას გაეცნობიან  საწარმოს მუშაობის სპეციფიკას, დაათვალიერებენ ულტრათანამედროვე ხარისხის კონტროლის ფიზიკურ-ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებს. გაეცნობიან საწარმოო უბნების აღჭურვილობას, დაათვალიერებენ თანამედროვე მანქანა-დანადგარებს, გაეცნობიან საწარმოო უბნებზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის რეგლამენტს. საწარმოს კომპეტენტური ადამიანებისაგან მოისმენენ მსგავსი ტიპის საწარმოში დასაქმებისა და სწავლისთვის საჭირო რეკომენდაციებს.

      3. ვიზიტი ქალაქ რუსთავის "პოლივიმილის" Polyvim LLC- საწარმოში, რომელიც პლასტმასას გადამამუშავებელ საწარმოს წარმოადგენს. აღნიშნულ საწარმოში მოსწავლეები გაეცნობიან PET  (პოლიეთილენ ტერეფტალატი), PE (პოლიერთილენის)  და PP-ის  ( პოლიპროლილენი) გადამუშავების პროცესებს. მოსწავლეები დეტალურად გაეცნობიან  პლასტმასას გადამუშავების ტექნოლოგიურ პროცესს. უშუალოდ დაათვალიერებენ ე.წ. სინთიპონის მიღების პროცესსა და გაეცნობიან საწარმოს უნარჩენო წარმოების ტექნოლოგიას. საწარმოს კომპეტენტური თანამშრომლებისაგან მიიღებენ საჭირო ინფორმაციას აღნიშნული მიმართულებით პროფესიებისა და სამომავლოდ სწავლისა  დასაქმების შესახებ.

      4. ვიზიტი შ.პ.ს.  საქართველოს ბიზნესის აკადემიაში, რომელიც ახორციელებს მოსწავლეთა მიღებას ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებზე,როგორიცაა: ლოჯისტიკა,ფარმაცია,საბაჟო საქმე,საექთნო საქმე,ფინანსები, შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები,ინფორმაციის ტექნოლოგია, ბუღალტრული აღიცხვა, სკოლამდელი განათლება და სხვა.

      მოსწავლეები აღნიშნულ პროფესიულ სასწავლებელში გაეცნობიან სწავლის სპეციფიკას, საგანმანათლებლო პროგრამებს, დასაქმების გზებსა და კომპეტენტური ადამიანებისაგან მიიღებენ სასარგებლო რჩევებს მომავალი პროფესიის შესახებ.

      პასუხისმგებელი პირები: მოხალისე მასწავლებელი -ნინო სამხარაული. მე-11 კლასის მოსწავლეები: ბარბარე ფეიქრიშვილი და სოფიო აჯალოვა.

      3. სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებსა და საწარმოებში ვიზიტების ამსახველი  ვიდეო- რგოლების დამზადება და გაზიარება სასკოლო თემში ,სკოლის ფეისბუქ გვერდზე და სოციალურ ქსელში შექმნილ მესენჯერის ჯგუფებში.  პასუხისმგებელი პირები: მე-11 კლასის მოსწავლეები: ბარბარე ფეიქრიშვილი,სოფია აჯალოვა. მე-8 კლასის მოსწავლე- გიორგი დოხტურიშვილი.

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      1. გრანტის ფარგლებში მოვახდენთ მოსწავლეთა ვიზიტს სხვადასხვა საწარმოებსა და პროფესიულ სასწავლებელში.

      2.საკანცელარიო ნივთები, რომელიც დაგვჭირდება სხვადასხვა საწარმოებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ვიზიტის ამსახველი პოსტერების დასამზადებალად.

    • პროექტის პარტნიორები

      პარტნიორები  - არ არიან.

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      მოსწავლეები

      თემი

      სულ ჯამში: 350

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      მოსწავლე-100

      თემი- 250

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      1. სეზონური ვირუსების გამო ვიზიტების სხვა დროს დაგეგმვა.

      2. უამინდობა,როს გამოც სხვა დროს ჩაინიშნება  ვიზიტები.

      3. სწარმოების/პროფესიული სასწავლებლის სამუშაო განრიგის შესაძლო ცვლილება.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის მდგრადობას განაპირობებს მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება და თვალსაწიერის გაზრდა სხვადასხვა პროფესიების შესახებ. ასევე, ცოდნის დონის ამაღლება სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლებისა და  საწარმოების მუშაობის სპეციფიკის შესახებ. რითაც ხელი შეეწყობა მოსწავლეთა  პროფესიული გადაწყვეტილებების შესახებ სწორი არჩევანის გაკეთებას და სამომავლოდ კვალიფიციური კადრის მიღებას.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/biujeti-proforientatsiuli-ganatlebis-khelsheckoba-1.xlsx
    • რეგიონი
      გარდაბანი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    პროექტის "პროფორიენტაციული განათლების ხელშეწყობა" მიზანია საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა  ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება პროფორიენტაციული განათლების შესახებ, რათა მოზარდებმა უკეთესად შეძლონ საკუთარი, მომავალი ცხოვრების დაკავშირება იმ პროფესიებთან, რომლის არჩევასაც გააზრებულად  და საკუთარი სურვილით გადაწყვეტენ.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • ცირა თ
      დეკემბერი 3, 2024 | 1:37 pm

      პროექტი არაა გამორჩეული კრეატიულობით, თუმცა სტრუქტურულად გამართულია. ბიუჯეტი თითქმის სრულად გათვლილია ტრანსპორტირებაზე (არა საჯარო სტრუქრურებში).
      გუნდს აქვს ამ პროექტის განხორციელების რესურსი.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    პროფესიული განათლება -ჩვენი მომავლისთვის

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ''გზა წარმატებისკენ ''

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ინოვაციები და მეწარმეობა: რა არის საჭირო წარმატებისთვის?

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...