თუ თქვენ, თქვენს სკოლას, მოსწავლეს აქვს იდეა განახორციელოს მცირე საგრანტო პროექტი და ამისათვის უკვე გაქვთ გარკვეული რესურსი და იდეის პროექტად განვითარებისთვის ეძებთ დამატებით დაფინანსებას, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მცირე გრანტების კონკურსში. ჩვენ ვაფინანსებთ განსაკუთრებულ და შემოქმედებით ინიციატივებს (პროექტებს), რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას სასკოლო გარემოს გაუმჯობესების საკითხებში ქვეყნის მასშტაბით. მცირე გრანტების კონკურსის მნიშვნელოვანი ნაწილი თანამონაწილეობაა. ჩვენ დავაფინანსებთ პროექტის მთლიანი ღირებულების 30%, რაც არ უნდა აღემატებოდეს 450 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენი რესურსი, პროექტის მთლიანი ღირებულების 70% წარმოდეგნილი უნდა იყოს თანამონაწილეობით.
მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი საპროექტო განაცხადები, რომლებიც მოიცავს მოსწავლეების ჩართულობას სკოლის სასწავლო გარემოს გაუმჯობესების საკითხში. ეს იქნება ინფრასტრუქტურის, ტექნიკურ მატერიალური ბაზის თუ სკოლაში არსებული სხვა სახის პრობლემების მოგვარების გზით.
წარმოდგენილი პროექტი უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას. იფიქრეთ და იმსჯელეთ თქვენს მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, მოამზადეთ საპროექტო დოკუმენტები, შეასრულეთ სააპლიკაციო ფორმის მიერ მოთხოვნილი ყველა აუცილებელი პირობა რათა მოიპოვოთ დაფინანსება და განახორციელოთ ყველაზე შემოქმედებითი სასკოლო პროექტი. საგრანტო განაცხადების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიცავს პედაგოგებისა და მოსწავლეთა მონაწილეობას სკოლისათვის აქტუალური პრობლემების მოგვარებაში.
დაფინანსების მისაღებად მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“, „თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან“ (IX კლასისათვის), „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“ და „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“ (X კლასისათვის) მიმდინარე აკადემიურ წელს პედაგოგის მიერ სასწავლო პროცესში გამოყენება. კერძოდ, პირველი სემესტრისთვის პედაგოგს გავლილი უნდა ჰქონდეს ოთხივე დამხმარე სახელმძღვანელოდან თემების 50% IX და X კლასებში. აღნიშნული სახელმძღვანელოები მოსწავლეთა რაოდენობების გათვალისწინებით უსასყიდლოდ გადაეცა პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორ 480 სკოლას.
მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროგრამაში მომავლის თაობა ჩართული პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს სამოქალაქო განათლების პედაგოგის მიერ, მაგრამ უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. იხილეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ამ ეტაპზე მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ქვეყნის მასშტაბით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას. ორგანიზაციების ჩამონათვალისა და საკონტაქტო ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული ...
გრანტით დაფინანსდება პროექტი, არაუმეტეს 450 აშშ დოლარის ექვივალენტისა ლარში.
სავალდებულო თანამონაწილეობა: საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა თანადაფინანსება/თანამონაწილეობა. ეს პირობა შეიძლება სხვადასხვა სახით წარმოადგინოთ. დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ და ამობეჭდეთ მცირე საგრანტო კონკურსის პირობები და მონაწილეობის მოთხოვნები: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.
მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში პროგრამა მომავლის თაობა არ დააფინანსებს ხელფასებსა და ჰონორარებს. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშია შესაძლებელი მოწვეული სპეციალისტების ჰონორარების დაფინანსება.
საგრანტო პროექტები ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით, რომელში შესვლაც შეგიძლიათ მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებული „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნებით. თითოეულმა მონაწილემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა "დაიწყე აპლიკაციის შევსება" ღილაკის დაჭერის საშუალებით. თუ გსურთ, დარეგისტრირების გარეშე წინასწარ გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმას, ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ნიმუში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიმუში ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე მოსამზადებლად.
საგრანტო სააპლიკაციო ფორმას თან ერთვის ოთხი აცილებელი დოკუმენტი. ქვემოთ მოცემულია მათი ჩამონათვალი და სპეციალურად მომზადებული ფორმები, რომლებიც უნდა ჩამოტვირთოთ და შევსებული ფორმა ატვირთოთ თქვენს განაცხადთან ერთად:
1. პროექტის განხორციელების გეგმა
4. სკოლის ადმინისტრაციის წერილი
მას შემდეგ, რაც შეავასებთ სააპლიკაციო ფორმას და ატვირთავთ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს ონლაინ, თქვენს მიერ სპეციალურ ღილაკზე დაჭერით, განაცხადი გადაიგზავნება კომისიასთან შესაფასებლად. პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს მცირე გრანტების კომისია.
00
დღე00
საათი00
წუთი