პროექტის მიზანია: მოსწავლეებში ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბება, ბიზნესის ძირითადი პრინციპების შესწავლა, რომელიც საჭიროა ეროვნული ეკონომიკის ცვლილებების გასაგებად და შესაფასებლად. საბაზრო ეკონომიკურ გარემოში ადაპტირება, საკუთარი როგორც მოქალაქის, მომხმარებლის, მეწარმის როლის გააცნობიერება.
ბიზნესის მნიშვნელობის განსაზღვრა განუვითარებს მოსწავლეებსა სტრატეგიული დაგეგმვის, აქტიური მოქმედების, პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას. პროექტი ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსწავლემ აღიქვას ურთიერთმიმართებები პიროვნებას, საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის, მკაფიოდ დაინახოს საკუთარი ადგილი და როლი საზოგადოებაში და მისი შესრულების მნიშვნელობა. საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად განსაზღვრა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრება.