"ქართული სიტყვა" პროექტის მიზანია მარნეულის მე-8 საჯარო სკოლაში ქართული ენის უკეთ სწავლება. კერძოდ, მოსწავლეთათვის ქართული ენის სრულყოფილად შესწავლა და მათში სწავლის მოტივაციისა და სურვილის გაორმაგება. აღნიშნულის განსახორციელებლად სკოლაში უნდა შეიქმნას ქართული ენის ოთახი, სადაც მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის დამატებითი სახელმძღვანელოები, CD player, რომლის გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ აუდიო მასალის მოსმენას,ქართველი პოეტების და მწერლების სურათების თვალსაჩინოებები ეს ყველაფერი კი მოსწავლეებს დაეხმარებათ ქართული ენის დაუფლებაში და მათთვის უფრო საინტერესოს გახდის სწავლის პროცესს.
პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად ქართული ენის საკლასო ოთახში გაიმართება ღონისძიებები, მოეწყობა საინტერესო თემებზე მსჯელობები, აგრეთვე, აღნიშნულ ოთახში ჩატარდება ქართული ენის წრეები მასწავლებლებთათვის და მოსწავლეთათვის.
პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის დონე. ისინი დაძლევენ ენის არსებულ ბარიერს, რაც დადებითად აისახება საატესტატო გამოცდების შედეგებზე. პროექტის განხორციელება ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეებისთვის უმაღლესი განათლების მიღებას, მათ შემდგომ კარიერულ წარმატებას და ქართულ საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციას.