პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებისა და აქტიურობის გაზრდა.ამის მისაღწევად ვგეგმავთ ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ქ. ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის საქმიანობა.სკოლა საზოგადოების მინი –მოდელია, მისი დანიშნულებაა აღზარდოს პიროვნება, რომელშიც შერწყმული იქნება ცოდნა, უნარ–ჩვევები და სწორი განწყობა–დამოკიდებულება საკაცობრიო ფასეულობებისადმი. რადიოკვანძი კი უშუალო კავშირზე გაგვიყვანს ფართო საზოგადოებასთან.დაგვეხმარება, რათა მომავალი თაობა აღიზარდოს მაღალ ზნეობრივ ღირებულებებზე, იცოდეს კანონი, ადამიანის ღირსებისა და უფლების ურთიერთობების პატივისცემა. ამავდროულად შეძლოს საჭირო ინფორმაციის მოპოვება,პრობლემების გააზრება და სირთულეების გადაჭრის გზის დასახვა.იყოს პატრიოტი, დამოუკიდებელი,შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმუვად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ცოდნის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე.
კლუბის წევრები მოიპოვებენ და იზრუნებენ ადგილობრივი თემისთვის აქტუალური საკითხების გამოვლენასა და ინფორმირებაზე.
მოეწყობა დისკუსიები სხვადასხვა თემებზე.
გვექნება რუბრიკა"საზოგადოება და ხელისუფლება"რომლის ფარგლებშიც მოვიწვევთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს თემის საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ.
საზოგადოებისთვის საინტერესო პიროვნებებთან დიალოგი დაგვეხმარება სამოქალაქო განათლების მიზნების მიღწევაში:
1.ოჯახის, საზოგადოებისა და სახელწიფოს წინაშე საკუთარი უფლებამოვალეობების გაცნობიერებაში
2.ქვეყნის ინტერესების ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებაში
3.ბუნებრივი გარემო პირობების სენარჩუნებას და დაცვაში
4.ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტურად გამოყენებაში.
5.დამოუკიდებლად ცხოვრებას და გადაწყვეტილების მიღებაში
6.მტელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლოებეის და ინტერესების უწყვეტ განვითარებას და მაქსიმალურად რეალიზებაში
7.ინდივიდებთან და ჯგუფენთან კომუნიკაციაში
8.კანონმორჩილ და ტოლერანტ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.
პროექტის შედეგად ამაღლდება სამოქალაქო განათლების დონე,რაც პროექტის უმთავრესი მიზანია.გაიზრდება ადგილობრივი თემის ჩართულობა პრობლემების მოგვარებასა და სამოქალაქო ინიციატივებში.მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაიზრდება მათი ჩართულობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში.