USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის. საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სკოლადამთავრებული ახალგაზრდების (29 წლის ჩათვლით) ერთობლივ სამოქალაქო აქტივობებს ახალგაზრდობისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. კონკურსის მეშვეობით ხელი შეეწყობა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებას და ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე მათ სამოქალაქო ჩართულობას. საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10,000 აშშ დოლარს.
დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ, შეკითხვები გამოგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: ge-grants@ph-int.org. ასევე, განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებზე. შეხვედრაზე დასწრებისათვის, აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 10 ოქტომბრამდე შემდეგი ბმულის მეშვეობით: Registration | RFA 007. რეგისტრირებულ პირებს ვაცნობებთ საინფორმაციო შეხვედრის თარიღს.
საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სკოლადამთავრებული ახალგაზრდების (29 წლის ჩათვლით) ერთობლივ სამოქალაქო აქტივობებს ახალგაზრდობისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. კონკურსის მეშვეობით ხელი შეეწყობა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებას და ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე მათ სამოქალაქო ჩართულობას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10,000 აშშ დოლარს.
განაცხადების შეფასების დროს, პრიორიტეტი მიენიჭება იმ ორგანიზაციებს რომელთა მმართველი ორგანოს წევრების ნახევარზე მეტი არის 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდა.
წარმოდგენილი განაცხადის ფარგლებში, ორგანიზაციამ პროექტის განხორციელების დროს ვირტუალურად ან/და პროექტის ღონისძიებებზე მოწვევის გზით, უნდა ჩართოს მე-7-დან მე-12 კლასის ასაკის ახალგაზრდები.
დასაშვებია, განმცხადებელმა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ითანამშრომლოს სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. თუმცა, გრანტის მიმღები უნდა იყოს მხოლოდ ერთი ახალგაზრდული ორგანიზაცია. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ერთი ორგანიზაციიდან დაშვებულია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ განაცხადებს, რომლებიც ითვალისწინებს წარმოდგენილი პროექტის განხორციელებაში ახალგაზრდული მუშაკების ჩართულობას. პროგრამა იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ახალგაზრდული მუშაკის განათლების ან/და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შესაძლებლობის შემთხვევაში, სასურველია (თუმცა სავალდებულო არ არის) USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების წინა პროგრამების (სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, 2010-2014 წწ.; პროგრამა „მომავლის თაობა“, 2014-2021 წწ., USAID-ის მიმდინარე სამოქალაქო განათლების პროგრამა) კურსდამთავრებული მოსწავლეების ჩართვა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივებში. განმცხადებელმა თავად უნდა უზრუნველყოს ამ ახალგაზრდების (29 წლის ჩათვლით მოქალაქეები) იდენტიფიცირება და პროექტში ჩართვა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
დასაშვებია, განმცხადებელმა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ითანამშრომლოს სხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. თუმცა, გრანტის მიმღები უნდა იყოს მხოლოდ ერთი ახალგაზრდული ორგანიზაცია. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ერთი ორგანიზაციიდან დაშვებულია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა.
კონკურში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ ორგანიზაციებს, რომლებსაც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში PH International-თან აქვთ მიმდინარე საგრანტო ხელშეკრულება.
დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ, შეკითხვები გამოგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: ge-grants@ph-int.org. ასევე, განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებზე. შეხვედრაზე დასწრებისათვის, აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 10 ოქტომბრამდე შემდეგი ბმულის მეშვეობით: Registration | RFA 007. რეგისტრირებულ პირებს ვაცნობებთ საინფორმაციო შეხვედრის თარიღს.
საგრანტო კონკურსის გამოქვეყნება და განაცხადის შევსების პროცესში დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის კონსულტაციის გაწევა არ გულისხმობს პროგრამის მიერ გრანტის გაცემის ვალდებულებას. პროგრამა უფლებას იტოვებს, მიიღოს დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება ყველა ან ნებისმიერი განაცხადის დაფინანსებასთან დაკავშირებით, წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში და უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი განმარტებები განმცხადებლებისგან.
ბიუჯეტი:
საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10,000 აშშ დოლარს. ბიუჯეტში თანხები მოცემული უნდა იყოს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე, რადგან USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტები გათავისუფლებულია დღგ-სგან. გრანტის გაცემა მოხდება ლარში, აშშ დოლარსა და ლარს შორის თანხის გადარიცხვის დღეს კომერციული ბანკის, რომლითაც სარგებლობს გრანტის გამცემი, ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, გრანტის მიმღების საბანკო ანგარიშზე.
დასაშვები ხარჯები:
შესაძლოა, დაფინანსდეს პროექტის მიზნის მისაღწევად საჭირო სხვა ხარჯები, რომლებიც ზემოთ არ არის მითითებული, თუმცა აუცილებელია პროექტის განხორციელებისთვის. გრანტის ფარგლებში გაწეული ყველა ხარჯი უნდა იყოს მიზნობრივი და დასაშვები USAID-ის რეგულაციების მიხედვით.
ხარჯები, რომლებიც გრანტით დაფინანსებას არ ექვემდებარება:
ინფორმაცია გრანტის მიღებისა და ადმინისტრირების შესახებ:
გრანტის მიღებამდე, გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა მოიპოვოს ორგანიზაციის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (Unique Entity ID). აღნიშნულთან დაკავშირებით გრანტის მიმღებს ინფორმაციას PH International-ის გრანტების კოორდინატორი მიაწვდის.
გამარჯვებული ორგანიზაციები წერილობით მიიღებენ ინფორმაციას გრანტების შეფასების კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განმცხადებლებმა მითითებულ ელ-ფოსტაზე (ge-grants@ph-int.org) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
1. დანართი A. განაცხადის ფორმა (სავალდებულო)
2. დანართი B. ბიუჯეტის ფორმა (სავალდებულო)
3. დანართი B.1. ბიუჯეტის განმარტებები (სავალდებულო)
4. დანართი C. პროექტის განხორციელების გეგმა (სავალდებულო)
5. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (სავალდებულო)
6. ორგანიზაციის მოქმედი შინაგანაწესი/სადამფუძნებლო დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ეწევა ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებულ საქმიანობას (სავალდებულო)
7. პროექტის გუნდის წევრების რეზიუმეები (სავალდებულო)
8. სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი პროექტის დონორი ორგანიზაციისგან, რომელმაც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დააფინანსა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტი (სავალდებულო)
9. სარეკომენდაციო წერილი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ისგან, რომელთან თანამშრომლობითაც ორგანიზაციამ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში განახორციელა პროექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა უფლებას იტოვებს, დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაეხმარება პროექტის მიზნობრიობის შეფასებაში.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. ახალგაზრდული ორგანიზაცია განიმარტება, როგორც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულია, რომ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
22
დღე01
საათი54
წუთი