პროექტის მიზანია : სამოქალაქო კლუბის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება. მოსალოდნელი შედეგები:
ა. ამაღლდება კლუბის წევრების ინფორმირებულობა და უნარ-ჩვევები სამოქალაქო განათლების კუთხით.
ბ. მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მიიღებენ გუნდში მუშაობის გამოცდილებას.
გ. კლუბს შეექმნება მუშაობის აუცილებელი გარემო.
მიზნის მისაღწევად:
4 თვის პროექტს კოორდინირებას გაუწევს მარიამ ნანსყანი - კლუბის ლიდერი
ციცინო ფირცხელანი - კლუბის წევრი გაუძღვება სარემონტო სამუშაოებს, რაც პროექტის დაფინანსებისთანავე დაიწყება. რემონტი გაგრძელდება სამი თვე და მოიცავს კლუბის ოთახის რეაბილიტაციას. მ.შ, კედლების აღდგენას; კედლების, იატაკისა და ჭერის სამღებრო სამუშაოებს; ფანჯრებისა და კარის შეკეთებას და შეღებვას;
ბერდია სტეფლიანი - კლუბის წევრი - გააკეთებს ტრენინგების ორგანიზებას, რაშიც შედის: ტრენერთა მოწვევა, საკანცელარიო მასალების შეძენა, მონაწილეთა დაუწყება, ოთახის მოწყობა; ტრენინგი ჩატარდება სკოლის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ ოთახში, პროექტის დაწყებიდან მეორე თვის მეორე კვირას. მას ჩაატარებს „ათინათიდან“ მოწვეული ტრენერი. თემები: „კომუნიკაცია“, „მოხალისეობა“ და „აქტიური მოქალაქეობა“
თამაზ გურგულიანი - კლუბის წევრი - რემონტის დამთავრების შემდეგ კლუბის წევრებისა და მშობლების მონაწილეობით ჩაატარებს დასუფთავებით სამუშაოებს. დასუფთავებას დასჭირდება მეოთხე თვის პირველი- ერთი კვირა.
ანა წერედიანი - კლუბის წევრი -უზრუნველყოფს კლუბის ოთახის მოწყობას ინვენტარითა და საქმიანობისთვის საჭირო მასალებით პროექტის მე-4 თვის მეორე კვირას.
გულნაზი ბელქანია - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი- მთელი პროექტის განმავლობაში, მისი საჭიროებისამებრ დაეხმარება კლუბს პროექტის საქმიანობებში მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობის ორგანიზებაში.