პროექტის მიზანიასამოქალაქო კლუბის მოწყობა. მოსწავლეებშიმოქალაქეობრივი შეგნებისა და აზროვნების განვითარების, მოსწავლის დამოუკიდებელ პიროვნებადდა საზოგადოების სრულფასოვანწევრად ჩამოყალიბების მიზნით.სამოქალაქო განათლების სწავლებას ჩვენს სკოლაში არცთუ დიდი ხნის ისტორია აქვს, აქედან გამომდინარე სასკოლო სამოქალაქო კლუბის ოთახის მოწყობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აქტიურად ჩაბმას და მონაწილეობას სამოქალაქო აქტივობებში. სასკოლო სამოქალაქო კლუბის ოთახის მოწყობის შემდეგ,საინიციატივო ჯგუფის წევრებს (მომავალში სასკოლო სამოქალაქო კლუბი) შესაძლებლობა ექნებათ კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოში მოაწყონ შეხვედრები, იმუშაონ პროექტებზე, თუ სხვა საკითხებზე.